20:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

12 იან 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

სახელმწიფო პროგრამები ერთი ბრენდის - „აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის“ გაერთიანდება

„აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის“ - ამ სახელწოდებით 2017 წლიდან ერთი ქუდისა და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზეა ორიენტირებული. განახლებული პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას სასტუმრო „რედისონში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარიამ გააცნო.

ღონისძიებას უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროგრამის ბენეფიციარები, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდნენ.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოში საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები: „აწარმოე საქართველოში“, „ერთიანი აგროპროექტი“, „მიკრო და მინი გრანტები“, „სტარტაპ საქართველო“ და ა. შ.

„აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ერთიანი ქუდის ქვეშ დაგეგმილია სახელმწიფო მხარდაჭერის უკეთესი სტრუქტურიზება, სეგმენტირება და ეკონომიკის საჭიროებებზე უკეთ მორგება, ასევე ტექნიკური დახმარების გაძლიერება, სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ასევე „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი ინფრასტრუქტურის კომპონენტის დამატება, რომელიც გულისხმობს მეწარმეებისთვის მომიჯნავე ინფრასტრუქტურის მოწყობაში მხარდაჭერას ინდუსტრიული სასტუმროების განვითარების მიმართულებით. 

გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ ბრენდის ქვეშ მსხვილ ჰიპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში მოეწყობა ქართული პროდუქტის სადემონსტრაციო ბრენდირებული კუთხეები და დახლები.

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებას პროგნოზირებს

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებას პროგნოზირებს, რითაც მოგებული მომხმარებელი დარჩება.

GHG-ის შვილობილი, ფარმაცევტული ქსელის Georgian Pharmacy-ს (GEPHA) გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით ახალი მსხვილი მოთამაშის შემოსვლა ბაზარზე 2 დომინანტი კომპანიის პოზიციებს შეარყევს და არსებულ სუსტ კონკურენციას გაამძაფრებს.

„უფრო კონკურენტული ბაზარი, ლოგიკურად, წარმოშობს უკეთეს შეთავაზებებს და უკეთეს ფასებს მომხმრებლისთვის და ამას უნდა ველოდოთ", - აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ კომპანია კომბინირებული, დიდი შესყიდვებით მასშტაბის ეკონომიას მიიღებს, რაც გამოიხატება იმაში,რომ მომწოდებლებისგან უკეთესი ფასები ექნებათ და ეს მომხმარებლისთვის უკეთეს ფასებში აისახება.

კომპანიაში ამბობენ, რომ GEPHA -ში გაერთიანებული ჯიპისი და ფარმადეპო არსებულ ნიშნებს შეინარჩუნებს და გააძლიერებს. კერძოდ, ჯიპისი იქნება მეტად კონცენტირებული პარაფარმაციასა და კოსმეტიკაზე, მაშინ როდესაც ფარმადეპო უფრო კლასიკური აფთიაქის ჭრილში იმუშავებს.

”თეგეტა მოტორსი“ ISO 9001: 2015 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელი გახდა

”თეგეტა მოტორსი“ ISO 9001: 2015 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელი გახდა.”თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანიაა ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში, რომელმაც ISO სტანდარტი დანერგა და შესაბამისად ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ”თეგეტა მოტორსი“ ავტომობილების გაყიდვისა და მათი შემდგომი მომსახურების, სათადარიგო ნაწილების, საბურავების, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში მოღვაწეობს. სტრუქტურული რგოლების შემოწმების და სამუშაო პროცესის გაკონტროლების შედეგად კომპანიამ მიიღო ხარისხის მართვის სერთიფიკატი.

”თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარებით და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. კომპანია მუდმივად მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული, რაზეც მეტყველებს მისი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“. უმაღლესი დონის მომსახურებამ და საერთაშორისო სტანდარტების სერვის ცენტრებმა განაპირობა, რომ „თეგეტა მოტორსი" პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ჯერ ISO 9001:2000, შემდეგ ISO 9001:2008, ხოლო დღეს უკვე ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელია.

„თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მრავალი წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. იგი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტო პროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს, ჰოლდინგი აერთიანებს 4 შვილობილ კომპანიას, კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-ზე მეტ საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 19 ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.

„თეგეტა მოტორსი“ არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის, საბურავების, ზეთების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების მიმართულებით”, -ნათქვამია ინფორმაციაში.