00:41 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

19 მაი 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

იანვარ-აპრილში ევროკავშირში ექსპორტი 33%-ით გაიზარდა, ხოლო დსთ-ში 61%-ით

2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) 3091 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 788 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2303 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში 1515 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 636 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 849 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 19 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 195 მლნ. აშშ დოლარი იყო (33 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 654 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 27, 24 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში 29 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-აპრილში 1027 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 35 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 295 მლნ. აშშ დოლარი (61 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 731 მლნ. აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 37 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში შესაბამისად 29, 30 და 28 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-აპრილში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აპრილში 27 პროცენტი).

აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 9%-ით გაიზარდა

2017 წლის აპრილში 2017 წლის მარტთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა 1,3 პროცენტით, ხოლო 2016 წლის აპრილთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 9,0 პროცენტით. 

2017 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 1,3 პროცენტით, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში აისახა -1,04 პროცენტული პუნქტით. ფასების კლება დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-4,7 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-0,8 პროცენტი). 

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები შემცირდა 1,2 პროცენტით, რამაც ინდექსის ცვლილებაში -0,17 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

 • გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8,6 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (32,1 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (8,3 პროცენტი);

 • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 9,4 პროცენტით, რამაც 1,33 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში; 

• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 14,4 პროცენტით, რაც 0,56 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

ფრანსუა პეშო - გადასახადების შეცვლის შესაძლებლობა, ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

კითხვაზე უნდა შეიცვალოს თუარა კონსტიტუციაში ჩანაწერი გადასახადებთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო  ფონდის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეშონ განაცხადა: 

"ჩვენ ვხედავთ მეტ მოქნილობას და სარგებელს, არა იმაში რომ გადასახადების ზრდის შესაძლებლობა იყოს, არამედ, იმაში რომ შესაძლებელი იყოს შეიცვალოს გადასახადების სტრუქტურა. 

გადასახადები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე. ამიტომ გადასახადების შეცვლის შესაძლებლობა მეტად სასარგებლო და მოსახერხებელი იქნებოდა. თუმცა საბოლოოდ ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია".