00:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

16 ივნ 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ  წარადგინა.

 ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში დეტალურად არის განხილული ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობა. აგრეთვე, ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდნენ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეაქცია მსოფლიო ეკონომიკასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ყოველთვის ადეკვატური იყო. 

2017 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 989 ლარი შეადგინა

2017 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ საქართველოში 989 ლარი შეადგინა, - წინა კვარტალთან შედარებით, საშუალო ანაზღაურება 76 ლარით შემცირდა. 

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქალისა და კაცის ანაზრაურება საქართველოში ტრადიციულად განსხვავდება ერთმანეთისგან და ქალის ანაზღაურება ჩამოუვარდება კაცისას. 

დაქირავებით დასაქმებული ქალის საშუალო თვიური ანაზღაურება საქართველოში 2017 წლის პირველ კვარტალში 759 ლარი იყო, ხოლო კაცის 1191 ლარი. 

”თიბისი დაზღვევა” ”ოუფენ ეარის” ყველა მსმენელს დააზღვევს

”თიბისი დაზღვევა” Tbilisi Open Air-ის პარტნიორია, შედეგად, მიმდინარე წელს ფესტივალის დღეებში მისი ყველა მსმენელი დაზღვეული იქნება.  ”თიბისი დაზღვევა” სამი დღის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს დააზღვევს, რომელიც ფესტივალს დაესწრება. 

 დაზღვევა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება (მათ შორის ბოლით ან/და ორთქლით მიყენებული ზიანი), სტიქიური მოვლენები, საგნების დაცემა, სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი. 

ყველა შემთხვევისას „ოუფენ ეარი“ პასუხისმგებლობას თვითონ იღებს. მის პასუხისმგებლობას კი ”თიბისი დაზღვევა” აზღვევს”.

Tbilisi Open Air წელს მე-9 სეზონს ატარებს. 16-დან 18 ივნისის ჩათვლით ”ლისი ვანდერლენდის“ ღია სივრცეებს ერთგულ მსმენელთან და გართობის მოყვარულებთან ერთად, ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები შეავსებენ, როგორებიც არიან „ანათემა“, „ლენინგრადი“, „არქაივი“, სევდალიზა და სხვები”.