05:37 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

10 აგვ 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

მთავრობა 2018 წლიდან უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს

პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ თავრობის სხდომაზე ისაუბრა რეგიონებში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ კაპიტალური დანახარჯები ბიუჯეტში წელს 30%-ზე მეტით გაზრდილია.

„მომავალი წლიდან ჩვენ გაცილებით უფრო დიდ მასშტაბს ვგეგმავთ. ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც 2018 წელს დაიწყება, დღეს უკვე მომზადების ეტაპზეა. 2018 წლის მეორე კვარტლიდან სავარაუდოდ ჩვენ გვექნება მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა. ეს არ არის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის ნამდვილად რეალობა, რომელსაც ვგეგმავთ. ვფიქრობ, ამ სამუშაოების შედეგად, ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა თვისობრივად შეიცვლება და ამ გამოწვევებში განსაკუთრებული მუშაობა მართებს მთავრობის ყველა სტრუქტურას. ეს არ არის ერთი სამინისტროს საკითხი, აქ აუცილებელია მთელი გუნდის ძალიან კოორდინირებული მუშაობა და ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამისთვის აბსოლუტურად მზად არის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

TAV Georgia: ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხების-დაგვიანების გარეშე ასრულებს

TAV Georgia-ს ინფორმაციით, 10 აგვისტოს, ღამის 02:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში სისტემური პრობლემა დაფიქსირდა, რის გამოც მგზავრთა სარეგისტრაციო სისტემის მომსახურება შეზღუდულად მიეწოდებოდა ავიაკომპანიების ნაწილს. აღნიშნული პრობლემის შედეგად 02:00-დან 09:00 საათამდე დაგეგმილი 22 რეისიდან 7 დაგვიანებით შესრულდა. TAV Georgia-ს ცნობით, რეისის დაგვიანების მაქსიმალური დრო 1სთ და 20 წუთი იყო. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ტავ ჯორჯიას IT სამსახური დაუვაკშირდა კანადაში, მონრეალში გლობალური საავიაციო საკომუნიაციო სისტემის SITA-ს სათაო ოფისს. ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხების-დაგვიანების გარეშე ასრულებს.

ზაზა ფაჩულია „თიბისი ბანკთან“ ერთად ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

ზაზა ფაჩულია „თიბისი ბანკის“ პროექტ „სტარტაპერის“ და ბიზნეს დაჯილდოების ნომინაცია „წლის სტარტაპერის“ მონაწილეებს შეხვდა.

„ბევრი საერთოა ჩემს, როგორც სპორტსმენსა და თქვენს, როგორც ბიზნესმენებს შორის. საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბიძგი და დახმარება ჭირდებათ, სწორედ ამას აკეთებს „თიბისი“ და მეც მოვედი, რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. თქვენს გვერდით მიგულეთ და მადლობა მეგობრობისთვის“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

„ძალიან მნიშნელოვანია, რომ დღეს შევკრიბეთ ხალხი, ვინც ქვეყანაში იწყებს ახალ ინიციატივებს, ქმნის ახალ ბიზნესებს, ნერგავს ახალ იდეებს და აქცევს მათ რეალობად. ამით ისინი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობენ ხელს, ბევრ სამუშაო ადგილს ქმნიან და სოციალურ ფონს აუმჯობესებენ. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც დიდ საქმეს აკეთებს. ზაზა ფაჩულიას დამეგობრება „სტარტაპერთან“ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მან ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის შედეგად მიაღწია დიდ მიზანს, რაც სტარტაპის თემატიკასთან ძალიან ახლოსაა“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა.

ცნობილმა კალათბურთელმა, ასევე, ისაუბრა შეცდომების დაშვების, გამბედაობის, ძლიერი გუნდის ყოლის და თვითდაჯერებულობის მნიშვნელობაზე. „კითხვის დასმა და შეცდომის დაშვება სირცხვილი არ არის, პირიქით, იყავით გამბედავები, მიღებული გამოცდილებით ბევრს ისწავლით“, - განაცხადა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულია თავადაც მონაწილეობდა „თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზებულ პროექტებში. მაგალითად, შარშან მისი სტარტაპი „სნეპი“ ბიზნესდაჯილდოებაში იღებდა მონაწილეობას. წელს კი კალათბურთელი ბიზნესდაჯილდოებაში ნომინაცია - „წლის სტარტაპერის“ წარმდგენი იქნება.

ღონისძიების ბოლოს ფაჩულიამ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. „უნდა იფიქროთ სულ განვითარებაზე, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა“, - განაცხადა კალათბურთელმა.