17:55 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

12 სექ 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

პრემიერ-მინისტრის განცხადება მიწების შესახებ დაწესებულ მორატორიუმზე

„მინდა, გამოვეხმაურო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხს. 

უპირველეს ყოვლისა, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ მორატორიუმი ძალაშია, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ნებადართული არ არის და ოპონენტების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები; ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციის პროექტში. 

საუბარი იმაზე, რომ მორატორიუმში დროებით შეტანილი ცვლილება არაა შესაბამისობაში საკონსტიტუციო ჩანაწერთან, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ცვლილება ეხება მხოლოდ საფინანსო სექტორს და ისიც, შეზღუდული ვადით. საუბარია იმაზე, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს, კანონის ამოქმედებამდე, დარჩეთ სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება, იმ შეზღუდვით, რომ გარკვეულ ვადაში მოახდენენ ამ მიწის რეალიზაციას, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. 

აღნიშნული დროებითი ცვლილება განპირობებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ფერმერებს და გლეხებს შეეძლოთ საკუთარი მიწის ქონებრივ აქტივად გამოყენება, საფინანსო სექტორთან თანამშრომლობა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და ამავდროულად, არავითარი საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას. 

კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დროებითი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.“- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა ახალი საიტი გაუშვა, რომლის მიზანია რუსეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლა

დღეს ევროკავშირმა „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, ახალი საიტი გაუშვა. საიტის მიზანია რუსეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლა 

„დღეს ჩვენ ახალ საიტს ვუშვებთ, www.euvsdisinfo.eu, რათა წარმოგიდგინოთ ერთიანი წყარო, რომელიც მიმართულია კრემლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის პრობლემის გადაჭრაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. 

საინფორმაციო პორტალი შექმნილია ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ოპერატიული სამუშაო ჯგუფის მიერ.

როგორც საიტზეა ნათქვამი, საიტი ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე იმუშავებს. 

2015 წლის მარტში ევროკავშირმა სპეციალისტთა ჯგუფი შექმნა, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ დამახინჯებულ ინფორმაციებს. 

„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს Elit Home-ს ბრენდის ქვეშ ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს

„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს Elit Home-ს ბრენდის ქვეშ ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს.  პირველად საქართველოში თქვენ შეგიძლიათ მაღაზიაში ჩართოთ და გამოსცადოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მხოლოდ შემდეგ გააკეთოთ არჩევანი მის შეძენაზე. 

„ტექნიკის გამოცდაში თქვენ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღალკვალიფიციური კონსულტანტი დაგეხმარებათ, იგი დეტალურად გაგაცნობთ პროდუქტის ტექნიკურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებს.

„lit Home-ის პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმის ახალ მოლში, ტ. აბუსერიძის ქუჩაზე გაიხსნა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bosch, Gorenje, Samsung, Philips, Delonghi, Graetz და სხვა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Bosch-ის, და Gorenje-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში, ხოლო Samsung-ის ოფიციალური ავტორიზებული პარტნიორი.

„ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია საქმიანობს და მისი მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს“, - აღნიშნულია „ელიტ ელექტრონიქსის“ ინფორმაციაში.