00:53 AM
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

სიახლეები

ჩეხურ–სლოვაკური ინვესტიციით თბილისში 20 მილიონ ევროიანი პროექტი იწყება

„ჯინო პარკმა“ თბილისის ზღვაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გრანდიოზული გასართობი ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ცენტრი 9 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შენდება და მის განვითარებაში 20 მლნ ევროს ინვესტირება იგეგმება.

გასართობი ცენტრის ტერიტორიაზე, 2013 წლის 1 ივლისამდე მოეწყობა დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი გასართობი ცენტრი – აკვაპარკი (ზამთრის და ზაფხულის არეალებით). ფრენბურთისა და მინი-ფეხბურთის მოედნები; სწრაფი კვების ობიექტები; სპაცენტრი; საზაფხულო პლიაჟები.

პარკი წლის განმავლობაში 800 ათას ადამიანს მოემსახურება.

„ჯინო პარკის“ 80% სლოვაკურ „ევროკომ&კო“–ს, ხოლო 20% ჩეხურ „გარტონ ინვესტ, ს.რ.ო.“–ს ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • თბილისის 50 ქუჩაზე, ბაღებში, პარკებში, მეტროპოლიტენში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება
  • გიორგი გახარია: საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მარტიდან ღია განხილვები დაიწყება
  • 1-ელი მარტიდან თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად საბუთების მიღებას იწყებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13-19 თებერვალი, 2017

• იანვარში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 15%-ით. • იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობა 26,1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გაუფასურდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 -18 თებერვალი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.19%-ით, ხოლო ევროსთან  0.18%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.