13:09 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რომელ ქვეყანაში გამოიმუშავებენ ემიგრანტები ყველაზე მეტს?
ავტოგაზი მნიშვნელოვნად გაძვირდა

სიახლეები

 

დეკემბრის ბოლოს უკვე ტრადიციად ქცეული წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართა.

 

ღონისძიება უკვე მეორე წელია, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ტარდება და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს.

 

იქ მისულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ სასურველი წიგნი დიდი ფასდაკლებით შეიძინონ, შეხვდნენ ავტოგრაფიც სთხოვონ ცნობილ თანამედროვე ქართველ მწერლებს.

 

AGORA–მ წიგნის საახალწლო ფესტივალის შედეგები მის ორგანიზატორთან, საქართველოს წიგნის გამომცემლობათა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტ გვანცა ჯობავასთან ერთად შეაჯამა:

 

 

 

გვანცა, რამდენი გამომცემლობა იღებდა წელს საახალწლო ფესტივალში მონაწილეობას და არის თუ არა წინა წელთან შედარებით, ამ მხრივ, შედეგები გაუმჯობესებული?

 

 

წელს წიგნის საახალწლო ფესტივალზე 26 გამომცემლობა და გამავრცელებელი კომპანია იღებდა მონაწილეობას. 

 

წინა წელს ბევრი უნივერსიტეტი და მსგავსი ტიპის დაწესებულება იყო ჩართული, ახლა შედარებით ნაკლები. სამაგიეროდ, ამ ფესტივალზე უფრო მეტი გამომცემლობა და გამავრცელებელია წარმოდგენილი, ვიდრე შარშან.

 

 

ზოგადად, რა მასშტაბები მიიღო წლევანდელმა ფესტივალმა, თემატურად რამდენად მრავალფეროვანი აღმოჩნდა?


 

წელს წიგნის საახალწლო ფესტივალი მესამედ ჩატარდა.

 

პირველი ფესტივალი თბილისი მოლში გაიმართა, მას შემდეგ კი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოვინაცვლეთ.

 

გვინდა, რომ ეს ლოკაცია ტრადიციად დამკვიდრდეს და საბოლოოდ აქ დავრჩეთ, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთი მუდმივი ადგილის შენარჩუნებას.

 

გასულ 2 წელს თუ შევადარებთ, წლევანდელ ფესტივალზე ერთი–ორად იყო გაზრდილი მკითხველის რაოდენობა. ეს აღნიშნა თითოეულმა გამომცემელმა და გამავრცელებელმა.

 

ასევე, შესაბამისად, ნამდვილად გაიზარდა მყიდველის რაოდენობაც, რაც ლოკაციის შენარჩუნებასა და მედიის მხარდაჭერასთან ერთად, დიდი ფასკდალებების დამსახურებაც იყო.

 

 


გვანცა, წიგნის ზოგად საბაზრო ფასთან მიმართებით რა ტიპის და რამდენ პროცენტიანი ფასდაკლებები მოქმედებდა საახალწლო ფესტივალის ფარგლებში? 

 

 

წიგნის ფესტივალის ჩატარების იდეა და აზრიც სწორედ ეს არის, რომ წიგნები აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი სპეციალურ ფასად. 

 

როდესაც გამომცემლობები თავად გვევლინებიან მონაწილის ამპლუაში, ეს, თავისთავად, გულისხმობს ფასდაკლებას, რადგან მათ წიგნები საგამომცემლო ფასად გამოაქვთ.

 

ამ შემთხვევაში, იქმნება შესაძლებლობა, რომ ორი რგოლი – სადისტრიბუციო კომპანიისა და წიგნის მაღაზიის მომსახურების ღირებულება ფასწარმოქმნაში არ მონაწილეობდეს.

 

შესაბამისად, ფესტივალზე გამომცემლობას აქვს იმის საშუალება, რომ წიგნი საგამომცემლო ფასში გაყიდოს.

 

ცხადია, ერთიანი სურათის შექმნა შეუძლებელია, რადგან ეს ინდივიდუალურ მარკეტინგსა და გათვლებზეა დამოკიდებული, მაგრამ, საშუალოდ, შეიძლება ითქვას, რომ ფასდაკლება 20–დან 60%–მდე იყო, წიგნის ფასი კი 2 ლარიდან იწყებოდა.

 

 

 

გვანცა, როგორც გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელი, რომელ წიგნს გამოარჩევდი ყველაზე მეტად ამ ფესტივალზე? რომელი მათგანი იყო გაყიდვების ლიდერი?


 

ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია, რომ ყოველ წელს ფესტივალის  ბოლო დღეს ბესტსელერს გამოვავლენთ ხოლმე; ანუ იმ წიგნს, რომელმაც გაყიდვებით ყველას აჯობა.

 

როგორც წესი, ქართული წიგნი იშვიათად ხდება ხოლმე ბესტსელერი, მაგრამ წელს სხვანაირად მოხდა და ეს სტატუსი რუსუდან რუხაძის წიგნმა – „ერთი თქვენგანი გამცემს“ – მოიპოვა. ამ წიგნის პრეზენტაცია ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

 

უცხოენოვანი ლიტერატურიდან კი გამოვარჩევდი ოლდოს ჰაქსლის წიგნს „დრო უნდა ჩერდებოდეს“.

 

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • დიმიტრი ქუმსიშვილი - "წლის ბოლოს 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით"
  • გიორგი გახარიამ ამბასადორიალი-2017 ფარგლებში კომერციული ატაშეების ინსტიტუტზე ისაუბრა
  • „ვისოლ ჯგუფი“ „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს გახსნის

კვირის ეკონომიკური მონიტორი 10 -16 ივლისი, 2017

• იანვარ-ივნისში ექსპორტი 31,8%-ით გაიზარდა,  იმპორტი 8,6%-ით. • ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 17,1%-ით გაიზარდა. • 5 წლიან სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი 1.09 პროცენტული...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 10 - 15 ივლისი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.36%-ით, ევროსთან 0.96%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.