10:43 AM
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

სიახლეები

მნიშვნელოვანი ცვლილებები ვალუტის კურსთან დაკავშირებით

 

2017 წლიდან ვალუტის კურსის განსაზღვრისა და ოფიციალური გამოქვეყნების სრულიად ახალი წესი ამოქმედდა.

 

ცვლილებებია, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზეც.

 

ამიერიდან, საიტზე აღარ იქნება სპეციალური გრაფა, რომელიც კურსთა შორის ცვლილებას ასახავდა. ამის მაგიერ უცხოური ვალუტების კურსების ჩამონათვალს ბრიტანული ფუნტი და თურქული ლირა დაემატა.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ისევ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ოფიციალურ და საბაზრო კურსებს შორის. ექსპერტები ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

 

გარდა ამისა, არსებითი სიახლეა ისიც, რომ ლარის ოფიციალური კურსის დაანგარიშებაში კომერციულ ბანკებთან ერთად, ამ ეტაპზე, ოთხი მიკროსაფინანსო კომპანიის ფინანსური გარიგებებიც იქნება გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • პირველი მარტისთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 29.56 პროცენტი შეადგინა
  • პირველი მარტისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.31 პროცენტი შეადგინა
  • თებერვალში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.9 მლრდ ლარით შემცირდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 20 - 26 მარტი, 2017

• იანვარ-თებერვალში ევროკავშირში ექსპორტი 31%-ით გაიზარდა,  დსთ-ში 75%-ით. • იანვარ-თებერვალში საბანკო სექტორის მოგება 294%-ით გაიზარდა. • უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილმა 63.6%...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 13 -18 მარტი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 0.4%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით გაუფასურდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.