13:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბათუმში მეორე ყაჩაღი სანტაც გამოჩნდა
„შპს „TECHMOMAX LLP“ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის მეორედ დააჯარიმეს

სიახლეები

ყველამ: #NBAVote Zaza Pachulia

ყველამ: #NBAVote Zaza Pachulia

6 იან 2017სხვა

 

სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა NBA-ის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის შუალედური შედეგები.

 

ქართველი (და არა მხოლოდ) გულშემატკივრების მონდომებამ შედეგი გამოიღო და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, NBA–ის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდ „გოლდენ სტეიტის“ ძირითადი ხუთეულის წევრი ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის ფორვარდების კატეგორიაში მეორე ადგილს იკავებს. ზაზას წინ მხოლოდ მისი გუნდელი კევინ დურანტია.

 

ზაზა ფაჩულიამ 439 675 ხმა მოაგროვა და ლიდერს, დაახლოებით, 100 000 ხმით ჩამორჩება.

 

თუ ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერა კიდევ უფრო გააქტიურდება, ის გახდება პირველი სპორტსმენი ქართული კალათბურთის ისტორიაში, ვინც „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

 

ექსპერტების აზრით, ამის საკმაოდ დიდი რეალური შანსი არსებობს და გულშემატკივრის გააქტიურების შემთხვევაში ოცნება რეალობა გახდება.

 

ხმის მიცემა 17 იანვრამდე გრძელდება და აუცილებელია, რომ ყველამ სათანადოდ დავიცვათ პროცედურა.

 

ზაზა ფაჩულისთვის ხმის მიცემის 6 საშუალებაა, რომელთა გამოყენებაც ყოველ 24 საათში ერთხელ შეიძლება:

 

1) სოციალურ ქსელ Facebook-ის Public სტატუსში უნდა დაწეროთ შემდეგი სტატუსი #NBAVote Zaza Pachulia (ყურადღება მიაქციეთ მართლწერას)

 

სტატუსი აუცილებლად უნდა იყოს საჯარო (Public), სხვა შემთხვევაში, თქვენი ხმა არ ჩაითვლება. 

 

2) დარეგისტრირდით NBA–ის ვებ–გვერდზე და იქ მიეცით ხმა.

 

მისამართი: NBA.com/vote

 

3) ხმის მიცემა შეგიძლიათ NBA აპლიკაციის მეშვეობით iOS და Android–ის პლატფორმის მობილური ტელეფონების მფლობელებს, 

 

4) ხმა მიეცით, ასევე, Twitter-ის ნებისმიერი tweet, retweet ან reply შემდეგი ჰეშთეგით #NBAVote Zaza Pachulia

 

5) ზაზასთვის ხმის მიცემა Google-ს მეშვეობითაც შეიძლება. Google Search-ში აკრიფეთ "NBA Vote All-Star" ან "NBA Vote Golden State"  და დააკომპლექტეთ თქვენი გუნდი (რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულიას მონაწილეობით).

 

6) Instagram დაპოსტეთ სურათი ან ვიდეო ჰეშთეგით  #NBAVote Zaza Pachulia (უნდა მივუთითოთ სათაურში). Facebook სტატუსის მსგავსად, სავალდებულოა თქვენი ინსტაგრამ ანგარიშიც საჯარო იყოს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • პაოლო ალი - საქართველოს შეიარაღებული ძალები ხშირად აჩვენებენ, რომ შეუძლიათ ინტეგრაცია ნატო-ს ჯარებთან
  • გიორგი მარგველაშვილი - მოთმინებით ველოდებით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით
  • „ბილაინს“ ანდჟეი მილინოვსკი უხელმძღვანელებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 22 - 28 მაისი, 2017

• 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. • აპრილში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.4% პუნქტით გაიზარდა და 21%...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (22 - 27 მაისი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 0.17%-ით, ხოლო ევროსთან 0.48%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.