10:31 AM
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

სიახლეები

ყურადღება! ქართული მხარე "გაზპრომის" შეთავაზებას დათანხმდა

 

ცოტა ხნის წინ დასრულდა მთავრობის სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად "გაზპრომ ექსპორტის" მოთხოვნაც განიხილეს.

 

როგორც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, 2018 წლიდან სომხეთისაკენ გატარებული ბუნებრივი აირის სატრანზიტო საფასურის გადახდის ფორმა შეიცვლება და ქართული მხარე არა გატარებული ნედლეულის 10%–ს, არამედ ფულად ანაზღაურებას მიიღებს:

 

"მთავრობის სხდომაზე  „გაზპრომ ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განვიხილეთ, რომელიც სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტს შეეხებოდა. წინა წელს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულებულია,  დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ „გაზპრომ ექსპორტისგან“ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადება მივიღეთ.

 

მთავრობამ იმსჯელა მასზე და ჩვენ მივიღეთ "გაზპრომის" შემოთავაზებაზე დათანხმების გადაწყვეტილება.

 

ახალი ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ გაიზრდება, თუმცა შეიცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა: ჩვენ ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებას მივიღებთ"

 

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს გადაწყვეტილება მკვეთრად უარყოფითად აისახება საქართველოს ენერგო პოლიტიკაზე და რუსეთის ენერგო რესურსების მიმართ დამოკიდებულებას გაზრდის.

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, წინასწარი მონაცემებით, 10 კლინიკა გამოეთიშება
  • დავით ნარმანია - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს
  • აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 9-15 იანვარი, 2017

გასულ კვირას ლარის გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (9 -14 იანვარი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1.14%-ით, ხოლო ევროსთან 0.1%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.