13:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Volkswagen-მა მანქანების მონაცემები გააყალბა
ეროვნულმა ბანკმა იმ ქვეყნების სია დაადგინა, სადაც ფულის გათეთრების მაღალი რისკებია

სიახლეები

კახა კალაძე „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებაზე უარს ამბობს

 

„ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა კონფიდენციალურია“ – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

 

ახლახანს „გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებულ ხელეკრულებას, რომელიც 2018 წლიდან შევა ძალაში, მწვავე საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა.

 

როგორც ცნობილი გახდა, ქართული მხარე დათანხმდა „გაზპრომის“ ულტიმატუმს და საქართველო სომხეთისკენ გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის სახით აღარ მიიღებს.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით, რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არ გაზრდილა. 

 

ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა “არა” ამ ყველაფერზე და გაგვეგრძელებინა ბუნებრივი აირის არასანქცირებული წამოღება, ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, მოპარვა, მაგრამ ეს დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული“ – აცხადებს კახა კალაძე

 

 

საქართველო ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 90%–ს აზერბაიჯანისგან ყიდულობს, ხოლო დანარჩენ 10%–ს სწორედ „გაზპრომისგან“ იღებდა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • პაოლო ალი - საქართველოს შეიარაღებული ძალები ხშირად აჩვენებენ, რომ შეუძლიათ ინტეგრაცია ნატო-ს ჯარებთან
  • გიორგი მარგველაშვილი - მოთმინებით ველოდებით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით
  • „ბილაინს“ ანდჟეი მილინოვსკი უხელმძღვანელებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 22 - 28 მაისი, 2017

• 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. • აპრილში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.4% პუნქტით გაიზარდა და 21%...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (22 - 27 მაისი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 0.17%-ით, ხოლო ევროსთან 0.48%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.