13:16 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"1 კუბური მეტრი აირის შესყიდვა ქართულ მხარეს დაუჯდება უფრო ძვირი" – აკაკი ცომაია
Volkswagen-მა მანქანების მონაცემები გააყალბა

სიახლეები

თურქული ლირას კურსი საგანგაშო ნიშნულამდე დაეცა

 

თურქული ლირას კურსი ოთხშაბათს დოლართან მიმართებით კიდევ 2.7%–ით დაეცა და რეკორდულ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ერთი აშშ დოლარი ამჟამად 3.895 ლირა ღირს. 

 

ლირა ნოემბრის შემდეგ სტაბილურად უფასურდება საგადასახადო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდასთან ერთად.

 

თურქეთში ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ნოემბერში 2.26$-მდე გაიზარდა, 2015 წლის ოქტომბერში დაფიქსირებულ 1.7$-თან შედარებით.

 

ორშაბათს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ვალუტის რეზერვებზე მოთხოვნა შეამცირა და განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს ზომებს ვალუტის კურსის არასტაბილურობის შესამცირებლად.

 

ბლუმბერგის ანალიტიკოსი მარკ კედმორი წერს, რომ ლირის გაუფასურების ტემპი უკვე საშიშ ტენდენციაში გადადის.

 

ბოლო კვირაში ლირა 6%-ით გაუფასურდა, ხოლო ბოლო 2 თვეში - 13%-ით და ბოლო ოთხ წელიწადში - 50 %-ით.

 

 საფრთხეს ის ფაქტი აღმავებს, რომ თურქულ კომპანიებს დიდი კრედიტები, ძირითადად, უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • პაოლო ალი - საქართველოს შეიარაღებული ძალები ხშირად აჩვენებენ, რომ შეუძლიათ ინტეგრაცია ნატო-ს ჯარებთან
  • გიორგი მარგველაშვილი - მოთმინებით ველოდებით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით
  • „ბილაინს“ ანდჟეი მილინოვსკი უხელმძღვანელებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 22 - 28 მაისი, 2017

• 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. • აპრილში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.4% პუნქტით გაიზარდა და 21%...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (22 - 27 მაისი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 0.17%-ით, ხოლო ევროსთან 0.48%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.