13:21 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის გაცვლითი საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
"1 კუბური მეტრი აირის შესყიდვა ქართულ მხარეს დაუჯდება უფრო ძვირი" – აკაკი ცომაია

სიახლეები

საქართველოს ფისკალური პოლიტიკა და მისი თავსებადობა ევროკავშირის პრაქტიკასთან

 

ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრები საქართველოს ფისკალურ პოლიტიკისა და მართვის სისტემის და მისი ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობის შესახებ. 

 

ფისკალური წესების და ფისკალური მართვის პრინციპების დაცვა საჯარო ფინანსების მართვის საუკეთესო პრაქტიკის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ათწლეულების მანძილზე ინერგება და იხვეწება. საქართველოშიც ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთაშორისო პრაქტიკის დასანერგად.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა დოკუმენტი, რომელიც აღწერს საქართველოს ფისკალურ პოლიტიკასა და მართვას და მის თავსებადობას ევროკავშირის პრაქტიკასთან.

 

დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://mof.ge/images/File/biujeti/Fiscal_Governance-GEO.pdf


2017 წლის 16 იანვრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მხარდაჭერით იწყებს შეხვედრებს ქ. თბილისსა და რეგიონებში.

 

2016 წლის იანვრის ბოლოს, ქ. თბილისში გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნება საქართველოს ფისკალური პოლიტიკის და მართვის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები და რეგიონებში ჩატარებული შეხვედრების შედეგები. 

 

შეხვედრა ღიაა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვისა და ამ სფეროთი დაინტერესებული სამოქალაქო სექტორისთვის. შეხვედრები გაიმართება შემდეგი გრაფიკის შესაბამისად: 

 

 

ქალაქი

თარიღი, დრო

შეხვედრის ადგილი

ქ. თბილისი

16 იანვარი, 13 საათი

ფინანსთა სამინისტრო

ქ. ბათუმი

17 იანვარი, 14 საათი

სასტუმრო რედისონი

ქ. ქუთაისი

18 იანვარი, 13 საათი 

საკრებულოს დარბაზი

ქ. ბორჯომი

21 იანვარი, 13 საათი

სასტუმრო „Crown Plaza“

ქ. რუსთავი

24 იანვარი, 13 საათი 

მერიის დარბაზი


მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • პაოლო ალი - საქართველოს შეიარაღებული ძალები ხშირად აჩვენებენ, რომ შეუძლიათ ინტეგრაცია ნატო-ს ჯარებთან
  • გიორგი მარგველაშვილი - მოთმინებით ველოდებით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით
  • „ბილაინს“ ანდჟეი მილინოვსკი უხელმძღვანელებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 22 - 28 მაისი, 2017

• 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. • აპრილში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.4% პუნქტით გაიზარდა და 21%...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (22 - 27 მაისი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 0.17%-ით, ხოლო ევროსთან 0.48%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.