06:58 AM
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველო 2017 ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით რეგიონში ლიდერია
ლარის გაცვლითი საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

ნინო ჯავახაძე: „მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახავს“

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის შეფასებით, მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის 2017 წლის იანვრის გამოცემის პროგნოზი ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ სწორ რეფორმებს, მათ შორის 4 პუნქტიან გეგმას, რომელიც მიმართულია სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. 

 

"მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის 2017 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლისთვის იქნება 5,2%. ეს განსაკუთრებულად საგულისხმოა იმ კონტექსტში, რომ იგივე მსოფლიო ბანკის 2016 წლის ივნისის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი იყო 4,5 პროცენტი. ჩვენ გვაქვს პროგნოზებში გაუმჯობესება და ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდა ჩვენს რეგიონში შემცირებულია და პროგნოზებიც ამ მიმართულებით გაუარესებულია. საქართველოს ეკონომიკური ზრდა ამ პროგნოზის მიხედვით იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ევროპისა და ცენტრალური აზიის  რეგიონში და ამ მაჩვენებლით ჩვენ გავუსწრებთ როგორც ჩვენს უშუალო მეზობლებს, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • „თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს განვადებას „ერთგული“ ბარათის საშუალებით სთავაზობს
  • „ვითიბი ბანკი“ მეორადი ავტომობილის შეძენის მსურველებს აქციას სთავაზობს
  • "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ახალ პროექტს ”#ოფისი თამბაქოს გარეშე” იწყებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 17 - 23 აპრილი, 2017

• იანვარ-მარტში ევროკავშირში ექსპორტი 44%-ით გაიზარდა, ხოლო დსთ-ში 59%-ით. • იანვარ-მარტში საბანკო სექტორის მოგება 135%-ით გაიზარდა. • მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ინდექსი...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (10 - 15 აპრილი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1.86%-ით, ხოლო ევროსთან 1.76%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.