10:33 AM
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

სიახლეები

საქართველო 2017 ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით რეგიონში ლიდერია

 

მსოფლიო ბანკის 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო ლიდერია რეგიონში და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ მაჩვენებლებს: საქართველო 5,2%, სომხეთი 2,7%, აზერბაიჯანი 1,2%, რუსეთი 1,5%, თურქეთი 3%. ამ გაუმჯობესების მნიშვნელობა კიდევ უფრო აშკარაა იმის ფონზე, რომ მსოფლიო ბანკმა შეამცირა როგორც მსოფლიო ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომლებიც 2017 წლისათვის 2,7%, ხოლო 2018 წლისათვის 2,9% შეადგენს, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფის ეკონომიკური ზრდის შეფასება 2017 წლისათვის 2,4%-მდე. 

 

საქართველო 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით უსწრებს ევროპისა და ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა; ბულგარეთი (3,2%), უნგრეთი (2,6%), პოლონეთი (3,1%), რუმინეთი (3.7%), ხორვატია (2,5%), მოლდოვა (2,8%), და სხვა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისათვის ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში, ლიდერია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით და 5,3% შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • პირველი მარტისთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 29.56 პროცენტი შეადგინა
  • პირველი მარტისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.31 პროცენტი შეადგინა
  • თებერვალში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.9 მლრდ ლარით შემცირდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 20 - 26 მარტი, 2017

• იანვარ-თებერვალში ევროკავშირში ექსპორტი 31%-ით გაიზარდა,  დსთ-ში 75%-ით. • იანვარ-თებერვალში საბანკო სექტორის მოგება 294%-ით გაიზარდა. • უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილმა 63.6%...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 13 -18 მარტი, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 0.4%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით გაუფასურდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.