00:56 AM
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

სიახლეები

საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ცნობით, თბილისი - ​საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია. მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა.

 

სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან. საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს  საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად ჯონ ქერის იმ წვლილისთვის, რაც მან შეიტანა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში.

 

თავის  მხრივ ჯონ ქერიმ აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. ჯონ ქერიმ წარმატება უსურვა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს, რომელიც მისი  შეფასებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სწორ განვითარებაში.

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • თბილისის 50 ქუჩაზე, ბაღებში, პარკებში, მეტროპოლიტენში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება
  • გიორგი გახარია: საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მარტიდან ღია განხილვები დაიწყება
  • 1-ელი მარტიდან თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად საბუთების მიღებას იწყებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13-19 თებერვალი, 2017

• იანვარში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 15%-ით. • იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობა 26,1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გაუფასურდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 -18 თებერვალი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.19%-ით, ხოლო ევროსთან  0.18%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.