19:20 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
უვიზოდ მიმოსვლის გზამკვლევი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკური მაჩვენებლები გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი პარამეტრები წარმატებით შესრულდება

სიახლეები

100 000 მოქალაქეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდა

 

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში 100 000 -ზე მეტმა მოქალაქემ მიწა საკუთრებაში დაირეგისტრირა. რეფორმის დაწყებიდან  დღემდე სააგენტოს ამ მოთხოვნით   170  ათასამდე მოქალაქემ მიმართა. აქედან 100 000 რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა. ამჟამად საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში  15 ათასამდე განცხადებაა გაგზავნილი,  8 ათასამდე მოქალაქის განცხადება შესწავლისა და განხილვის პროცესშია, 44 000-მდე განცხადებაზე კი საჯარო რეესტრი, მოქალაქის ნაცვალად  უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში იძიებს.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. რეფორმის დაწყება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო რეგისტრირებული. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რეფორმის ფარგლებში კი მხოლოდ 8 თვის განმავლობაში მიწის რეგისტრაცია 10 % -ით გაიზარდა, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის იმავე პერიოდს.

 

რეფორმის ფარგლებში.  საჯარო რეესტრს დღეში, საშუალოდ, 2200-მდე განცხადება შემოდის.   მოქალაქეთა გაზრდილი მომართვიანობა საჯარო რეესტრის თანამშრომლების განსაკუთრებულ მობილიზებას ითხოვს.  სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემთხვევაში თითოეულ განცხადებაზე რეგისტრატორი მოქალაქეს ტელეფონით უკავშირდება და მის თაობაზე დამატებით განმარტებებს პირადად აწვდის.

 

სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება. 

რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაცია თავად დაუნიშნა, რის შედეგადაც 157 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწები მარტივად დაირეგისტრირეს. 100-ზე მეტი მედიაცია სხვადასხვა ნოტარიუსთანაა დანიშნული. სანოტარო მედიაცია დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი, იაფი მეთოდია და მოქალაქეებს წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლოს გარეშე მოგვარებას სთავაზობს.

 

რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც და იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები, მახასიათებლები და ა.შ. არ დგინდება ან სადავო სიტუაცია ჩნდება, საჯარო რეესტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავად მიმართავს და პროცესში ამ უწყების წარმომადგენელს რთავს. მომსახურება უფასოა და პროექტის ფარგლებში ამ სერვისით უკვე 1000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

 

ამას გარდა, რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტი და 1 სექტემბრიდან განხორციელებული ყველა ნახაზი ამ სტანდარტის შესაბამისად სრულდება. გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მოქალაქეს შორის. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე − ამზომველი.

 

აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურების ახალი წესი განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, რაც მიმდინარე რეფორმის წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. რეფორმის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ 32 387 აზომვითი ნახაზის საფასური აანაზღაურა.

 

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პროგრამა, რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა (www.napr.gov.ge) განთავსებული, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნოს (მიღებული განცხადებები საქართველოს მასშტაბით და მუნიციპალიტეტების მიხედვით, წარმატებით დასრულებული რეგისტრაციები, სხვა უწყებებში საბუთების მოძიებისათვის გადაგზავნილი მოთხოვნები და სხვ.).

 

რეფორმის წარმატებით განხორციელებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს საინფორმაციო მომსახურება. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება ადგილზე მისვლის გარეშე, იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე (2 405 405) შეუძლიათ. პირველი აგვისტოს შემდეგ ცხელ ხაზზე პროექტის შესახებ ინფორმაცია უკვე 41 000-ზე მეტ მოქალაქეს მიეწოდა. Facebook-ის პირადი შეტყობინების სერვისით 4000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, ელექტრონული ფოსტის − info@napr.gov.ge − მომსახურებით კი − 3000-მდე მოქალაქემ.

 

მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405, საჯარო რეესტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ან ელექტრონული ფოსტით info@napr.gov.ge.

 

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს ინციატივით 2016 წლის 1 აგვისტოდან მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა დაიწყო. რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.

 

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ. კერძოდ, საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს).

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადადის
  • საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია
  • Fitch-მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა: BB-

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.