01:57 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს
"რუსული პროპაგანდის გასაბათილებლად საჭიროა საზოგადოების, ხელისუფლების და პარტნიორი ქვეყნების ერთიანი მიდგომის არსებობა" - გიორგი მარგველაშვილი

სიახლეები

საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს

 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს უფლებების ერთიანი რეესტრის წარმოებას იწყებს. 

 

საქართველოს სახელმწიფოს უფლებები, რომელიც  საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებასთან იქნება დაკავშირებული,  სისტემურად აღრიცხება და ელექტრონული ფორმით საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

 

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგლემ ირაკლი შენგელიამ პრესკონფერენცია გამართეს.

 

ინიციატივის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავი ქონების მისამართი, მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობის ფართობი, დანიშნულება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ. მონაცემები საჯარო რეესტრის ვებ-პროგრამაში  აისახება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.  ამასთან, ამგვარი რეესტრით შესაძლებელი გახდება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტის სრულყოფილად განხორციელება.  

 

საზღვარგარეთ მდებარე ქონებაზე საქართველოს სახელმწიფოს უფლებები აქამდე სისტემატიზებული სახით აღრიცხული არ იყო, რაც ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, სირთულეს ქმნიდა როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე  მოქალაქეებისთვის.

 

საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, საქართველოს სახელმწიფო უფლებამოსილია საკუთრებაში, მფლობელობასა თუ სარგებლობაში ჰქონდეს უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას.

 

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების  უძრავი ნივთების აღრიცხვის გარდა, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ლევილის მამული, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ემიგრირებული წევრების შთამომავლებისა და წარმომადგენლების, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ პირებს შორის შეთანხმების შედეგად საქართველოს გადმოეცა და სახელმწიფო ლევილის მამულის  კანონიერი მესაკუთრე გახდა. საჯარო რეესტრი აღნიშნული უძრავი ქონების თაობაზე საქართველოს სახელმწიფოს საკუთრების უფლებას შესაბამის რეესტრში აღრიცხავს და ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს. ინფორმაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • აგვისტოში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 183,7 მლნ. ლარით გაიზარდა
  • პირველი სექტემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა
  • აგვისტოში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1 მლრდ ლარით გაიზარდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (18 - 23 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.17%-ით, ევროსთან 0.34%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.