12:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
საია საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის პირველ ეტაპს აფასებს

სიახლეები

ლეგენდარული ინვესტორი ჯიმ ჩანოსი: აშშ-ის პრეზიდენტი მაიკლ პენსი უნდა გახდეს

 

ლეგენდარულმა ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრემ და ინვესტორმა - ჯიმ ჩანოსმა სკანდალური განცხადება გააკეთა. 

 

მისი თქმით,  ბაზრებზე იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპს  პრეზიდენტის პოსტზე ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი შეცვლის - რამდენადაც, მათ უნდათ „უფრო სტაბილური“ ფიგურა ქვეყნის ხელმძღვანელად. 

 

„ბაზარს სჭირდება ისეთი ქვეყნის ლიდერი, ვინც რესპუბლიკელების პროგრამის შესრულებას შეძლებს.“ - წერს სააგენტო Bloomberg.

 

ტრამპის იმიჯზე განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა ჯეიმს კომის გადაყენებასთან დაკავშირებულმა ბოლო დროინდელმა სკანდალმა.

 

„ბოლოს და ბოლოს, ბაზრები ელოდებიან უფრო დაბალ გადასახადებს და რეგულაციების შემცირებას. მე ხშირად ვხუმრობ ჩემს რესპუბლიკელ მეგობრებთან, რომ მცირე გადასახადები კარგია,  ოღონდ შემოსავლების და კაპიტალის ზრდასთან ერთად, თორემ მათი საპრეზიდენტო კანდიდატის პირობებში არანაირი შემოსავლები აღარ გვაქვს.“ - ამბობს ჩანოსი.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც 90-დღიან ვადაში 3 ათასი ადამიანი არ დაბრუნებულა
  • საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა IC Group-ის საავადმყოფოები შეიძინა
  • „სტარტაპერის“ ფარგლებში სტარტაპები უკვე 2 მილიონი ლარით დაფინანსდნენ

კვირის ეკონომიკური მონიტორი 17 - 23 ივლისი, 2017

• იანვარ-ივნისში საბანკო სექტორის მოგება 54%-ით გაიზარდა. • იანვარ-ივნისში ევროკავშირში ექსპორტი 30,4%-ით გაიზარდა, დსთ-ში 61,2%-ით. • ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (17 - 22 ივლისი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 0.22%-ით, ხოლო ევროსთან 1.38%-ით გაუფასურდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.