00:36 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძეს შესაძლოა სახაზინო ადვოკატი დაენიშნოს?
თბილისში საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა

სიახლეები

მიხეილ დუნდუა: "ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს საბანკო-საფინანსო სექტორის სწორი რეგულირების ფონზე დანაზოგების გარდაქმნა ინვესტიციად"

 

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა საკუთარ facebook გვერდზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც Agora უცვლელად გთავაზობთ:

 

"ამის შესახებ ინფორმაცია გვაწვდის საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფინანსირი სტაბილურობის ინდიკატორების ბოლო განახლებულ ანგარიშში.

 

საქართველოს კომერციული ბანკების მომგებიანობა თანდათან უფრო და უფრო ემსაგავსება საფინანსო კომპანია „საქართველოს" გაცხადებულ შეთავაზებებს.

Curriculum Vitae

 

* უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება (ნაშთები) 4 წელიწადში, ანუ 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე 80%-ით, ანუ $ 890 მილიონით გაიზარდა

 

* უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება (ნაშთები) 2016 წელს 22%-ით გაიზარდა

 

* უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება თანხობრივად ყველაზე მკვეთრად 2016 წელს გაიზარდა $348 მილიონით

 

* 2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება გაიზარდა $891 მლნ დოლარით, ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა $163 მლნ დოლარით (5.5-ჯერ ნაკლები!!!).

 

* 2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში საცალო დაკრედიტება გაიზარდა 2 მილიარდ 462 მილიონი ლარით, ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა 1 მილიარდ 177 მილიონი ლარით (2-ჯერ ნაკლები!!).

 

* 2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება (თუ დოლარში გადავიყვანთ) საშუალოთვიურად გაიზარდა $46 მლნ დოლარით,ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა $16 მლნ დოლარით (3-ჯერ ნაკლები!!!).

 

* 2012 წლის ბოლოს მომგებიანობა კაპიტალზე ROE იყო 7.9% , ახლა (2017 წლის I კვარტალი) ROE არის 27.6%. გაიზარდა 3.5-ჯერ (!)

 

* 2012 წლის ბოლოს მომგებიანობა აქტივებზე ROA იყო 1.3% , ახლა (2017 წლის I კვარტალი) ROA არის 3.1%. გაიზარდა 2.8-ჯერ (!)

 

Consilium

 

* კომერციული ბანკების ROA-ს და ROE-ს მაღალი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ საბანკო სექტორი ორიენტირებულია მოკლევადიან, მაღალმარჟიან, სამომხმარებლო და სავაჭრო დანიშნულების სესხებზე და უყურადღებოდაა დატოვებული წარმოების რეალური სექტორი , რომელიც გრძელვადიან და დაბალმარჟიან სესხებს მოითხოვს.

 

* კომერციული ბანკების ROA-ს და ROE-ს ძალიან მაღალი მაჩვენებელი, იმიტომაც არის საყურადღებო, რომ თანამედროვე რეგულაციების პოლიტიკის გასატარებლად ხელსაყრელ ვითარებაზე მიუთითებს. კომერციულ ბანკებს რომ ძალიან ცუდი ROA და ROE ჰქონოდათ, რეფორმები შეიძლებოდა, უფრო ფრთხილად დაგვეგეგმა.

 

* KFW-ს , ფრანკფურტის ფინანსების სკოლის კვლევის და აგრეთვე სავალუტო ფონდის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში საცალო სექტორის ჭარბი დაკრედიტება არის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი.

 

* ამ ორგანიზაციების საერთო რეკომენდაციებია: სავალუტო რისკისაგან დაუცველ პირებზე უცხოურ ვალუტაში სესხის მიწოდების შეზღუდვა; საცალო დაკრედიტების შეზღუდვა; საცალო კრედიტებზე სესხის მომსახურება/ შემოსავალთან ლიმიტების დაწესება. ეს ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნების შესრულება გაზრდის საინვესტიციო სესხებს და დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

 

* საქართველოს წმინდა ეროვნულ დანაზოგი წელიწადში 1 .5 მილირადი დოლარის ფარგლებშია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს საბანკო-საფინანსო სექტორის სწორი რეგულირების ფონზე დანაზოგების გარდაქმნა ინვესტიციად .

 

* სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ დროს აუცილებელია მონეტარული და ფისკალური ღონისძიებების გატარება. მთავრობის მხრიდან სპეციალური მიზნობრივი ვალდებულებების გამოშვებით ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მიეცემა, რომ წარმოების დაკრედიტებაზე ორიენტირებული ხელმისაწვდომი რეფინანსირების ხაზი შექმნას .

 

* სამომხმარებლო დაკრედიტების შეზღუვით, რეფინანსირების ზოგადი განაკვეთის მატებით, და წარმოებაზე ორიენტირებული სპეციალური ხელმისაწვდომი რეფინანსირების ხაზის გახსნით შესაძლებელია ფულადი ნაკადების ისეთი მართვა, რომ ინფლაციის და ფულის მასის ჭარბი ზრდის გარეშე სტიმული მიეცეს ადგილობრივ წარმოებას.

 

აღნიშნულმა ღონისძიებებმა ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი ეფექტი, რომ მოგვცეს აუცილებელია, არასაბანკო ფინანსურის ინსტიტუტების განვითარება, საპენსიო ფონდების ჩამოყალიბება, დასაზღვევო სისტემის გაძლიერება.

 

კერძოდ:

 

1. სავალდებულო საყოველთაო საპენსიო შენატანების სქემის ამოქმედება .(სავალუტო ფონდის და KFW-ს რეკომენდაცია)

 

2. ჯანდაცვის სავალდებულო დაზღვევის, ქონების სავალდებულო დაზღვევის (ბიზნეს სექტორში)ამოქმედება და ე.წ. მესამე პირის დაზღვევის შემოღება ავტომფლობელებისათვის.

 

რაც საშუალებას იძლევა, საპენსიო და სადაზღვევო ფონდებში წელიწადში ასეულობით მილიონი ლარის მობილიზება მოხდეს გრძელვადიანი სტაბილური შიდა ინვესტიციების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარუდგინა
  • კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია
  • სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 სექტემბერი, 2017

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 28,5%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,5%-ით. • აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით გაიზარდა. • 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.