02:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ

სიახლეები

"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა ექნებათ"

 

"სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიზანია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი მოვლენების დროს, როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას, მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის უფრო მეტად დაცვა და მიყენებული ზარალის პრევენცია. 

 

"ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად, საკმაო ზარალი მიადგა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ, შემოგვაქვს ცვლილება - სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული. 

 

სავალდებულო იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაც. ეს მოთხოვნა იქნება აღსრულებული, რადგან ჩვენ ხშირად გვაქვს ინციდენტები, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის, ზოგჯერ ჯანმრთელობისა თუ ქონების დანაკარგი მოჰყვება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებზე, არამედ ყველა ავტომფლობელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოელებმა იგრძნონ თავი ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოებში მოქმედი წესები. მესამე პირთა მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • აგვისტოში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 183,7 მლნ. ლარით გაიზარდა
  • პირველი სექტემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა
  • აგვისტოში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1 მლრდ ლარით გაიზარდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (18 - 23 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.17%-ით, ევროსთან 0.34%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.