20:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილ ჩინურ კორპორაციებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
დილა მშვიდობისა

სიახლეები

"ეს ნამდვილი კოშმარია, მეორედ საქართველოში აღარ ჩავალ!" – რუსი ფეხბურთელი, რომელიც ჯანო ანანიძეს სტუმრობდა, აღფრთოვანებას ვერ მალავს.

 

ქართული სტუმარ–მასპინძლობის ტრადიცია რომ მითი არ არის და ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ ძალიან გამორჩეულია, ამაში მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთლი, რუსეთის წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული არტიომ რებროვიც დარწმუნდა.

 

"სპარტაკის" მეკარე თანაგუნდელ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ, ჯანო ანანიძესთან იმყოფებოდა სტუმრად და საკუთარი შთაბეჭდილებები საქართველოში გატარებული დროის შესახებ sportsdaily.ru-ს გაუზიარა:

 

"საქართველოში ოთხი დღე გავატარეთ.. ძალიან მომეწონა! მაგარი დასვენება გამოგვივიდა. ასეთი სტუმართმოყვარეობა, სიმართლე გითხრათ, არსად მინახავს. ეს ნამდვილი კოშმარია! მეორედ იქ აღარ ჩავალ. ვუთხარი კიდეც: "ფულს ყველგან შენ იხდი - ასე როგორ შეიძლება!".

 

მაგრამ საქართველოში ასე ყოფილა მიღებული - სტუმრებს შესაბამისად უნდა დახვდნენ, გაუმასპინძლდნენ, სუფრა გაუშალონ".

 

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ქვეყანა მომეწონებოდა, მაგრამ არა ასე ძლიერ" – განაცხადა რებროვმა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარუდგინა
  • კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია
  • სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 სექტემბერი, 2017

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 28,5%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,5%-ით. • აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით გაიზარდა. • 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.