19:28 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
აშშ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

სიახლეები

მილიარდელები აპოკალიფსისთვის ემზადებიან?

 

რამდენიმე მილიარდერი სერიოზულად ემზადება გადარჩენისთვის მას შემდეგ, რაც კაცობრიობა დაიღუპება. არ ვიცი, შეიძლება ბევრი პოსტაპოკალიპტური ჟანრის წიგნი წაიკითხეს ან მსგავსი ფილმები ნახეს, თუმცა, ფაქტი ერთია, ისინი ამაში უზარმაზარ რესურსებს ხარჯავენ. 

 

როგორც გამოცემა BBC წერს, დადის ხმები, რომ ბილ გეითსსაც აქვს საკუთარი გადასარჩენი ბუნკერი, რომელიც ატომურ შეტევას გაუძლებს. ბუნკერში აუზი, კინოთეატრი და სავარჯიშოც დარბაზიც კი არის. 

 

Mayfield Fund-ის მფლობელი ტიმ ჩენი ჟურნალ New Yorker-თან ინტერვიუში გამოტყდა, რომ აქტიურად ყიდულობს დაცულ უძრავ ქონებას მივარდნილ რეგიონებში, რათა „დასამალი ადგილი“ ჰქონდეს. 

 

კომპანია Reddit-ის დამფუძნებელმა სტივ ჰაფმანმა თვალებზე ლაზერული კორექციის გაკეთება გადაწყვიტა, რადგან, მისი თქმით: „აპოკალიფსის შემდეგ კონტაქტური ლინზების შოვნა გაჭირდება“.

 

ცოტა ხნის წინ, Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა ანტონიო გარსია-მარტინესმა ვაშინგტონის შტატში, ორკასის კუნძულზე, შეიძინა 5 აკრი მიწა და უზარმაზარი ბომბსაცავის აშენება დაიწყო.  

 

ამერიკული კომპანია Survival Condo კი აშენებს სახლებს, რომლებშიც ატომურ თავდასხმას გადაურჩებით. მსგავსი სახლი 4 მილიონი დოლარი ღირს და ყველა კლიენტის ვინაობა არ სახელდება, თუმცა კომპანია მათ რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის.  

 

და ეს მხოლოდ მცირე სიაა. მაშ, რისთვის ემზადებიან მილიარდერები? 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადადის
  • საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია
  • Fitch-მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა: BB-

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.