20:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბერა საკუთარ facebook-ზე Birja Mafia-ს მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა ქბრბ საფრთხეების აღმომჩენი აღჭურვილობა გადასცა

სიახლეები

Birja Mafia-ს კლიპში პოლიციის როლის შემსრულებელი საგანგებო განცხადებას აკეთებს

 

Birja Mafia-ს კლიპში პოლიციის როლის შემსრულებელი საგანგებო განცხადებას აკეთებს:

 

 

„კომენტარის გაკეთება მინდა „ბირჟა მაფიის“ კლიპზე და იქ ჩემს მონაწილეობასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ამდენ ადამიანში გამოიწვია ინტერესი და უმეტესობა ერთი და იგივე შინაარსის კითხვებს მისვამდა, შევეცდები ამ ვიდეოში ერთიანად ვუპასუხო ყველაფერს და ვუპასუხებ მთავარ შეკითხვასაც, რატომ არის „დაბლარული“ ჩემი კადრები კლიპში. 

 

პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ქართველი რეპშემსრულებლების პროდუქტს დიდად არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ ვისზე უკეთესია და ვისი რითმები ვისას ჯობია. კლიპს რაც შეეხება, დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, რომ „ბირჟა მაფიის“ ვიდეოს ვიღებთ რაღაცა ღადაობას ჩვენთვისო და მთხოვა მონაწილეობა მიმეღო, უნდა მეთამაშა პოლიციელის როლი. რაღაც კარგი და ცუდი პოლიციელი თუ რაღაც ეგეთი. 

 

„ბირჟა მაფიაზე“ მქონდა რაღაც ზოგადი ინფორმაცია, რომ არის პაროდიული ბენდი თუ ჯგუფი, როგორც ჰქვია, და აშარჟებენ „მოძველბიჭო“ ტიპებს. რაც რეალურად გამოდგა პირიქით, ნუ იქიდან გამომდინარე, რომ იუმორი ჩემგან არც თუ ისე შორს არის, დავთანხმდი ამ ვიდეოში მონაწილეობას და დავთანხმდი რიგი ფაქტორების გაუთვალისწინებლად, რაც ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა გამოდგა მგონი. 

 

პირველ რიგში, არ ვიცოდი კლიპის შინაარსი და ეს გავიგე მას შემდეგ, რაც ეს საღადაოდ გადაღებული ვიდეო აღმოჩნდა კლიპი და იუთუბზე დაიდო და რომ ვნახე აშკარა პროპაგანდაა ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, პოლიციის დაკნინება.

 

უბრალოდ არ მინდოდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი და ამიტომ მივედი, ვთხოვე რომ ეს კლიპი აეღოთ და ამოეჭრათ იქიდან ჩემი მომენტები, რაზეც უარი მივიღე, ნუ შემეძლო მეჩივლა.

 

საბოლოოდ, ამ კადრებს უბრალოდ „ბლარი“ დაადეს, თავისივე სურვილით. ამ ვიდეოთი იმის თქმა მინდოდა, რომ დაუფიქრებელი გაუთვალისწინებელი ნაბიჯი გადავდგი, რაღაც გაურკვევლობაში გავეხვიე, ვწუხვარ ამის გამო და ფაქტია, სანამ მეგობარს დახმარებას დავპირდები, რეალურად უნდა გავიგო რას ემსახურება ესა თუ ის საქმე და შემდეგ უკვე დავეხმარო სხვას“

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარუდგინა
  • კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია
  • სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 სექტემბერი, 2017

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 28,5%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,5%-ით. • აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით გაიზარდა. • 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.