20:42 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
ნავთობი კვლავ იაფდება. ბაზარი ჭარბ მოპოვებას ვერ უძლებს

სიახლეები

ინტერვიუ ამერიკელ ტურისტთან, რომელსაც ქართველმა „მარშუტკის“ მძღოლმა 120 ლარი მოსთხოვა

 

 

საქართველოში ტურისტული სეზონი ნელ–ნელა უფრო და უფრო აქტიური ხდება და ქვეყანაშიც მოგზაურთა ნაკადმა მოიმატა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში მცხოვრები და მასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის ეს პერიოდი ფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანია და მათი წლიური შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს.

 

სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ გარკვეულ პროდუქციასა და მომსახურებებზე ფასები იზრდება. ბევრის აზრით, საზღვაო  კურორტებსა და განსაკუთრებით ბათუმში არაადეკვატურად მაღალი ტარიფებია.

 

თუმცა, შემთხვევა, რომლის შესახებაც AGORA ახლა მოგიყვებათ, იმის მაგალითად გამოდგება, რომ, რბილად რომ ვთქვათ, ხშირად მომსახურების საფასური და ხარისხი ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ტურისტი ბრენთ ქარი ექსკლუზიურად AGORA-სთვის ჰყვება ამბავს, თუ როგორ მოსთხოვა სამარშუტო ტაქსის მძოლმა მგზავრობის საფასურად  120 ლარი და წინააღმდეგ შემთხვევაში შუა გზაში დატოვებით დაემუქრა. 

 

რასაკვირველია, ასეთი შემთხვევები ძალიან აზიანებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯს და ამის გაცნობიერება აუცილებელია.

 

 


რა იყო თქვენი საქართველოში მოგზაურობის მიზანი?

 

ბევრი მიყვებოდა ამ ქვეყნის შესახებ დიდებულ ამბებს და მეც გადავწყვიტე საკუთარი თვალით მენახა ეს ქვეყანა. 

 

ძირითადად, მაინტერესებს შეუსწავლელი ადგილები, სადაც ცოტაა ტურისტი. ვიყავი აფხაზეთშიც. იქ ძალიან ლამაზი ბუნებაა, ზღვა და მთა ახლოს არის ერთმანეთთან, ძალიან მაგარია. ცხოვრების დონე ძალიან დაბალგანვითარებულია. ხალხი ღარიბია, თვეში დაახლოებით 80 დოლარს გამოიმუშავებენ. ამბობენ, რომ აქ სახიფათოა, თუმცა ასე არაა, ხალხი მეგობრულია, თუმცა დისტანციას ინარჩუნებს. პოლიტიკურად დეზორიენტირებულია, ზოგს აფხაზეთის დამოუკიდებლობა სურს, ზოგს საქართველოსთან ერთიანობა,ზოგს რუსეთთან.


ზოგადად საქართველოზე რას მოგვიყვებით?

 

აფხაზეთიდან რომ გადმოვედი, სეპარატისტების საზღვრიდან ზუგდიდის ცენტრამდე ჩვეულებრივი ხაზის მარშუტკის მძღოლს წამოვყევი სადღაც საღამოს 6 საათზე, მძღოლმა მკითხა: სად მივდიოდი საბოლოოდ და ვუთხარი რომ ბათუმში, ამაზე მან მომიგო, რომ მისი მეგობარი მიდის პირდაპირ აქედან ბათუმში და ზუგდიდში ჩასვლა არ იყო საჭირო, მე შევეწინააღმდეგე, თუმცა მან მაინც დაურეკა მეგობარს და მალე გამოვიდა ქუჩაში მეორე მარშუტკა, რომელმაც 120 ლარი მომთხოვა ბათუმში წაყვანის საფასურად.

 

მე ზუგდიდში წასვლა ვარჩიე ისევ იმ პირველი ავტობუსით, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა, მე ვეუბნებოდი, რომ თბილისიდან აქამდე 20 ლარად ჩამოვედი და სულ 3 საათის გზისთვის 120 ლარი ბევრია, რაზეც პირველმა მძღოლმა მიპასუხა , რომ ზუგდიდში არ აპირებს წასვლას და სხვა გზა არაა, უნდა გაჰყვეს მის მეგობარს, თუნდაც ზუგდიდში. წავყევი  ამ მეორე მძღოლს და გზაში მევაჭრება - წამოდი პირდაპირ ბათუმში, რა გინდა ზუგდიდის სადგურში.

 

მე ვიფიქრე, რომ უკვე ღამდება იქნებ მართლა სჯობს პირდაპირ ბათუმში წასვლა და დავუწყე ვაჭრობა, 100 ლარზე არ დამთანხმდა და ვუთხარი სადგურამდე წავეყვანე მაშინ. გზაში ხშირად ჩერდება, ვხვდები, რომ დროს წელავს. თავის ახლთან გაჩერდა, რაღაც აიღო, ამასაც დრო დასჭირდა. საბოლოოდ ღამე იყო უკვე, ასე მითხრა ახლა ზუგდიდში არაფერი იქნება უკვეო, მეც დავეჭვდი და საბოლოოდ 60 ლარზე დავითანხმე, თუმცა კარგა ხანს 75 ლარს არ აკლებდა. თან ყველაზე ამაზზრენი ის იყო, რომ როცა დავთანხმდი გადახდაზე, აგრესიულად აღარ ლაპარაკობდა, ტკბილეულიც კი მომცა და წინ გადმოჯდომა შემთავაზა, მე შიშით გამოვართვი ტკბილეული და არ შევჭამე, აღარ ვენდობოდი უკვე. წავედით ბათუმში, გზად ხალხს აგროვებდა, რომლებიც სულ რაღაც 5 ლარამდე იხდიდნენ, მხოლოდ მე გადავხიადე 60 ლარი. ავტობუსი თითქმის სავსე იყო ბათუმში რომ ჩავედით.

 

 

სხვა რას იტყოდით ზოგადად საქართველოზე?


საქართველოში დაახლოებით ერთი თვეა რაც ვარ,  აქ კარგი საკვებია, განსხვავებული.

 

მე ვიყავი გორში, თბილისსა და ყაზბეგში, გავსინჯე შავი ღვინო და 24 სახის ლუდი, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აჭარული ხაჭაპური.  აქ თურქეთთან შედარებით ყველაფერი იაფია და ბუნებაც უფრო ლამაზია. მე თვითონ არ ვარ გეი, მაგრამ ისე მოხდა, რომ თბილისში ერთ-ერთი ადგილობრივი გეი გავიცანი და მითხრა, რომ მხოლოდ უცხოელებთან აქვს ურთიერთობა, რადგან აქ სახიფათოა გეიდ ყოფნა.

 

სტუმართმოყვარეები ხართ ზოგადად და რომ არა რამდენიმე ინცინდენტი, სასიამოვნოდ გავიხსენებ აქ მოგზაურობას, ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ჰავაიშიც და ზოგადად ამერიკაშიც, ხშირად უცხოელებს ორმაგს ახდევინებენ, აქ იმდენად ფულზეც არაა საუბარი, უბრალოდ ასეთ დროს გრძნობ, რომ გძარცვავენ და მე ეს არ მიკვირს, მე მოვიარე 64 ქვეყანა და სულ ორჯერ გამძარცვეს იარაღის მუქარით და ორივეჯერ ამერიკაში, მე არ მიკვირს ეს, რაც აქ ხდება, უბრალოდ უსიამოვნოა, ბუნებრივია.

 

მე მაინც მომწონს აქაურობა და სიამოვნებით ჩამოვიდოდი ისევ.

მსგავსი სიახლეები

საღამოს საკითხავი

1 სექ 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

დილა მშვიდობის

1 სექ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

საღამოს საკითხავი

1 სექ 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარუდგინა
  • კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია
  • სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 სექტემბერი, 2017

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 28,5%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,5%-ით. • აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით გაიზარდა. • 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.