00:48 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლეგენდარული მატადორი ივან ფანდინო არენაზე ხარმა მოკლა (ვიდეო)
ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 4–ჯერ იზრდება

სიახლეები

დავით ნარმანია: „მოვუწოდებთ მძღოლებს მოერიდონ ამ უბანში გადაადგილებას"

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბის სხდომა გამართა და  შაბათ-კვირას პეკინის ქუჩაზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

 

თბილისის მერმა შტაბის სხდომაზე დავალებები გასცა, ასევე, განისაზღვრა უახლოესი რამდენიმე დღის გეგმა, რაც დავით ნარმანიას  განცხადებით, პროცესში ჩართული სამსახურების კოორდინირებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია.

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მძღოლებსაც მიმართა.

 

„მოვუწოდებთ მძღოლებს, რომ ვინაიდან სამუშაო კვირაა და ავტომანქანების რაოდენობა მეტი იქნება,  თუ აუცილებელი საქმე არ აქვთ, მოერიდონ ამ უბანში გადაადგილებას.  საპატრულო პოლიცია და ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახური კოორდინირებულად მუშაობს იმისათვის, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ავტომანქანები გადაერთვებიან სწორი მიმართულებით და მაინც მოერიდებიან იმ უბნებს, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

სამუშაო შტაბში გამართულ სხდომას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, თბილისის მთავრობის, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და კომპანია „ბლექ სი გრუპის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემა ამოქმედდა
  • კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ
  • ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები შესაძლოა დღგ-სგან გათავისუფლდეს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 19 - 25 ივნისი, 2017

• 2017 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 5,1%-ით გაიზარდა. • იანვარ-მაისში საბანკო სექტორის მოგება 38%-ით გაიზარდა. • იანვარ-მაისში ევროკავშირში ექსპორტი 40.7%-ით გაიზარდა, ხოლო დსთ-ში 62.7%-ით.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 12 - 17 ივნისი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.2%-ით, ხოლო ევროსთან 0.06%-ით გამყარდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.