00:40 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობისა
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

სურსათის ბიზნესოპერატორთა რეგისტრაციის ვადა ერთი წლით განისაზღვრა

 

სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსსა და   „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში შეტანილი  ცვლილებების თანახმად,  სურსათის მწარმოებელი,დისტრიბუტორი და რეალიზატორი პირები, რომლებსაც  2016 წლის 2 სექტემბრის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არ გაუვლია, ვალდებული არიან  2017 წლის 2 სექტემბრამდე  დარეგისტრირდნენ და მიუთითონ მხოლოდ ის საქმიანობა რასაც ამჟამად ახორციელებენ.

 

ბიზნესოპერატორი, რომელიც  2017 წლის 3 სექტემბრიდან არ იქნება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული, სურსათის მწარმოებელის, დიტრიბუტორის  რეგისტრაცია გაუუქმდება და სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდება.

 

სურსათის ბიზნესოპერატორთა რეგისტრაციის ვადა ერთწლიანია და ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება ხელახლა დარეგისტრირდეს.

 

საკანონდებლო ცვლილებები ბიზნესოპერატორთა ბაზის სრულყოფას და  სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემა ამოქმედდა
  • კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ
  • ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები შესაძლოა დღგ-სგან გათავისუფლდეს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 19 - 25 ივნისი, 2017

• 2017 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 5,1%-ით გაიზარდა. • იანვარ-მაისში საბანკო სექტორის მოგება 38%-ით გაიზარდა. • იანვარ-მაისში ევროკავშირში ექსპორტი 40.7%-ით გაიზარდა, ხოლო დსთ-ში 62.7%-ით.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 12 - 17 ივნისი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.2%-ით, ხოლო ევროსთან 0.06%-ით გამყარდა. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.