00:27 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ლიუ სიაობო გარდაიცვალა
აშშ-ში რუსეთისთვის დიპლომატიური საკუთრების დაბრუნების საკითხს განიხილავენ

სიახლეები

ბათუმის ავტოპარკი ეკოავტობუსებით განახლდება

 

10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი. ეს არის პირველი პროექტი კავკასიაში ელექტრო ავტობუსების შეძენის კუთხით. ახალი ავტობუსები სპეციალურად შერჩეული მიმართულებით აეროპორტი-ქალაქის ცენტრი/რკინიგზის სადგურის მარშრუტით იმოძრავებენ.

 

13 ივლისს აღნიშნული პროექტის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა ფრანსის მალიჟმა ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს. გარდა ამისა, გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, რომელსაც ხელი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა მოაწერა.

 

ხელმოწერამდე გაკეთებულ მოკლე განცხადებაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადო ევროკავშირს, EBRD-ს და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდის (E5P) ყველა დონორს ფონდში შეტანილი წვლილისა და პროექტის მხარდაჭერისთვის და ასევე, მზაობისთვის მხარი დაუჭირონ საქართველოში ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას.

 

მისი განცხადებით, პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი და გაზრდის ბათუმში ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე მზარდი ტურისტებისა და  ვიზიტორებისათვის.

 

“ევროკავშირი მხარს უჭერს ეკოლოგიურად სუფთა ენერგომოხმარებაზე გადასვლას და ელექტროავტობუსები ამის ძალიან კარგი მაგალითია. მოხარული ვარ, რომ ბათუმი პირველი ასეთი ქალაქია ამ კუთხით არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით“, - განაცხადა გამოსვლისას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა.

 

ევრობანკის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორის, ფრანსის მალიჟის განცხადებით, ეს არის EBRD-ის პირველი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ელექტროავტობუსების შემოყვანას. „ჩვენი მიზანია, პროექტის წარმატებით განხორციელება. მეტს ვაკეთებთ გარემოსა და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის,“ - განაცხადა ფრანსის მალიჟმა.

 

ხელმოწერის ცერემონიალს ასევე დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შევჩოვიჩი, EBRD-ის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების ელჩები საქართველოში.   

 

აღნიშნული პროექტი განხორციელდება EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით 5.5 მლნ ევროს ოდენობით და E5P-ის (აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა გრანტის სახით: 1.5 მილიონი ევრო. აღნიშნული თანხა განკუთვნილია მხოლოდ ელექტრო ავტობუსებისათვის. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარუდგინა
  • კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია
  • სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 სექტემბერი, 2017

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 28,5%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,5%-ით. • აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით გაიზარდა. • 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.