13:24 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ყველაზე დიდი საპროტესტო ტალღები ისტორიაში
ბრიტანელ პენსიონერს თვალში კატარაქტის ნაცვლად 27 კონტაქტური ლინზა აღმოაჩნდა

სიახლეები

პრესაში ტერეზა მეისა და დონალდ ტრამპის მიმოწერამ გაჟონა

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამორიცხა თავისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში იქამდე, სანამ გარანტიებს არ მიიღებს, რომ მას კარგ დახვედრას მოუწყობენ. წერს გამოცემა The Sun, რომელშიც დონალტ ტრამპის ტერეზა მეისთან მიმოწერის ნაწილი გამოქვეყნდა.

 

მიმოწერის თანახმად, პრეზიდენტი უკმაყოფილოა დიდ ბრიტანეთში მისი პერსონის მიმართ არსებული დამოკიდებულებით, განსაკუთრებით, ეს ბრიტანულ მედიას ეხება.

 

„თქვენ ხომ იცით, რას წარმოადგენს ბრიტანული პრესა“, - პასუხობს ტერეზა მეი.

 

საანგეტო მიმოწერის წყაროდ ერთ-ერთ მაღალჩინოსან დიპლომატს ასახელებს.

 

„მე კვლავ მინდა თქვენთან ჩამოსვლა, ამიტომაც, თუ თქვენ ამ პრობლემას გადაჭრით აუცილებლად ვესტუმრები დიდ ბრიტანეთს, თუმცა, არა მანამდე“, - ამბობს ტრამპი.

 

საუბარია ოფიციალურ ვიზიტზე, ვინაიდან ტრამპი დიდ ბრიტანეთში გოლფ-კლუბისა და ორი პრესტიჟული კურორტის მფლობელია და მისი არაოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ყოველთვის არის მოსალოდნელი.

 

სტატიამ დიდ ბრიტანეთში დიდი მითქმა-მოთქმა და პრესის უკმაყოფილება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • დიმიტრი ქუმსიშვილი - "წლის ბოლოს 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით"
  • გიორგი გახარიამ ამბასადორიალი-2017 ფარგლებში კომერციული ატაშეების ინსტიტუტზე ისაუბრა
  • „ვისოლ ჯგუფი“ „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს გახსნის

კვირის ეკონომიკური მონიტორი 10 -16 ივლისი, 2017

• იანვარ-ივნისში ექსპორტი 31,8%-ით გაიზარდა,  იმპორტი 8,6%-ით. • ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 17,1%-ით გაიზარდა. • 5 წლიან სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი 1.09 პროცენტული...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 10 - 15 ივლისი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.36%-ით, ევროსთან 0.96%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.