00:31 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბითკოინი გაუფასურებას აგრძელებს - კრიპტოვალუტა 37%-ით გაიაფდა
Washington Post ყატარის კრიზისში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ადანაშაულებს

სიახლეები

დღეს საქართველოში პოროშენკოს ელოდებიან

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, დღეს თბილისს უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ეწვევა.

 

18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

 
 
უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, მათ ხსოვნას პატივს მიაგებს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.
 
 
პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა.
 
 
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო - უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
 
 
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება.
 
 
მესტიაში მარგიანების სახლმუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს და ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს.
 
 
ბათუმში კი, უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება.
 
 
პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო - უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარუდგინა
  • კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია
  • სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 სექტემბერი, 2017

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 28,5%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,5%-ით. • აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით გაიზარდა. • 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.