13:22 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თათია დოლიძე: ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული
საიას საჩივრის საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებით შექმნილი, ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს გამო, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა

სიახლეები

მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა ტაო–კლარჯეთში

 

თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელ მერენესში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, უცნობ ასომთავრულ წარწერას მიაკვლიეს - ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

წარწერა სრულიად შემთხვევით სოფელში წყლის არხის გაყვანისას იპოვეს და, ასევე, მიაკვლიეს ეკლესიის ფრაგმენტებს.

 

ასომთავრული წარწერის ტექსტი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ. წარწერის პირველი ნაწილი გვაუწყებს, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი, ოპიზის მონასტრის სახელგანთქმულ ქტიტორულ რელიეფზე გამოსახული ისტორიული პირი - აშოტ II კურაპალატი, რომლის შესახებაც ცნობები რამდენიმე ქართულ წერილობით წყაროში მოიპოვება. 

 

სუმბატ დავითის-ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ გვამცნობს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წელს უშვილოდ მიიცვალა: „გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ო~დ (174+780=954 წ.), და არა ესუა შვილი“.

 

წარწერის წაკითხვა და ისტორიულ-პალეგრაფიული ანალიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა თემო ჯოჯუამ ჩაატარა. 

 

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში თემო ჯოჯუამ განაცხადა, რომ მერენესის ახლადმიკვლეული წარწერა, ერთი მხრივ, მთლიანად ადასტურებს სუმბატ დავითის-ძის ცნობის მართებულობას, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად აზუსტებს ამ ცნობას და გვაუწყებს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. 

 

 

მერენესის მე-10 საუკუნის ასომთავრული წარწერის კვლევა გაგრძელდება და მეცნიერთა ვარაუდით, იგი ტაო-კლარჯეთის ისტორიის არაერთ სადავო თუ ბუნდოვან საკითხს მოჰფენს ნათელს. 

 

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • დიმიტრი ქუმსიშვილი - "წლის ბოლოს 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით"
  • გიორგი გახარიამ ამბასადორიალი-2017 ფარგლებში კომერციული ატაშეების ინსტიტუტზე ისაუბრა
  • „ვისოლ ჯგუფი“ „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს გახსნის

კვირის ეკონომიკური მონიტორი 10 -16 ივლისი, 2017

• იანვარ-ივნისში ექსპორტი 31,8%-ით გაიზარდა,  იმპორტი 8,6%-ით. • ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 17,1%-ით გაიზარდა. • 5 წლიან სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი 1.09 პროცენტული...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 10 - 15 ივლისი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.36%-ით, ევროსთან 0.96%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.