20:36 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ

სიახლეები

ვინი პუჰი ჩინური სოციალური ქსელების შავ სიაში შევიდა

 

ჩინეთის ყველაზე პოპურალურ სოციალურ ქსელში და მიკრობლოგების საიტზე Sina Weibo-სა და WeChat-ზე იბლოკება პოსტები, სადაც ვინი პუჰია ნახსენები, ინფორმაციას ჟურნალი The Financial Times  ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, ასეთი ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ძალიან გახშირდა ჩინეთის ახალი პრეზიდენტის, სი ძინპინისა და ვინი პუჰის შედარება და ამ ხუმრობაში მთელი ქვეყანა ჩაერთო. 

 

სააგენტოს აზრით, გამკაცრებული ზომები ჩინეთის კომუნისტური პარტიის 19-ე ყრილობის მოახლოებას უკავშირდება.

 

პირველად, სი ძინპინისა და ვინი პუჰის შედარება 2013 წელს დაიწყო, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს, როცა ბარაკ ობამასა და ჩინეთის პრეზიდენტის სურათი ვეფხვისა და ვინი პუჰის სურათს შეადარეს. 

 

ასევე, გავრცელდა ინფომრმაცია, რომ ჩინეთის პოლიტიკური პატიმრისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ლიუ სიაობოს გარდაცვალების შემდეგ, ჩინურ სოციალურ ქსელებში შეუძლებელი გახდა აბრევიატურა „RIP”-ის (მშვიდობით განისვენე) გამოყენება.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარუდგინა
  • კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია
  • სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 სექტემბერი, 2017

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 28,5%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,5%-ით. • აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით გაიზარდა. • 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.