05:41 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენ წამოვეგოთ რაიმე პროვოკაციას
იანვარ-ივლისში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 84,3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

სიახლეები

იანვარ-ივლისში დაცულ ტერიტორიებს 489 909 ვიზიტორი ესტუმრა

 

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წლის პირველ 7 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით გაიზარდა და 489 909 შეადგინა. 

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 7 თვის მონაცემებით, ვიზიტორების 61% (301 557 ვიზიტორი) ქართველი, ხოლო 39% (188 352 ვიზიტორი) უცხოელია. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის 7 თვესთან შედარებით 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 45%-ითაა გაზრდილი.

 

”უცხოელ ვიზიტორებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი გვესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. 

 

ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს (81 110), მარტვილის კანიონს (74 580), ყაზბეგის ეროვნულ პარკს (72 102), სათაფლიას (55 815) და ოკაცეს კანიონს (38 088) ესტუმრა.

 

2016 წელს ვიზიტორთა ცენტრისა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება მარტვილის კანიონზე. 

 

1 წელიწადში კანიონის ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა 1 404 278 ლარი შეადგინა. მათ შორის 606 000 ლარი მიიღო შპს „ოფუცხოიმ“, რომელიც აერთიანებს იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც მანამდე ნავით მომსახურების სერვისს სტიქიურად ახორციელებდა. შპს „ოფუცხოიში“ 80 ადამიანია დასაქმებული და თითოეულის ინვესტიცია 1100 ლარი იყო.

 

3 500 000 ლარი შეადგინა კანიონის მიმდებარედ განვითარებული ადგილობრივი ბიზნესის შემოსავალმა. 

 

50-დან 120-მდე გაიზარდა მარტვილის კანიონში და მის მიმდებარედ დასაქმებულთა რაოდენობა.

 

2016 წლამდე მუნიციპალიტეტში სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდა. დღეს მათი რიცხვი 25-ია”,- ნათქვამია ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 33,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59,4%-ით
  • ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10,7%-ით გაიზარდა
  • წაღვერში ხანძარი ლოკალიზებულია

კვირის ეკონომიკური მონიტორი 14 - 20 აგვისტო, 2017

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28,9%-ით გაიზარდა, იმპორტი 8,5%-ით. • 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.1%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 20,1%-ი გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 7 - 12 აგვისტო, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.09%-ით, ევროსთან  0.10%-ით.  მიმდინარე კვირაში სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 20 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.