05:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრემიერმა რეგიონებში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები

გერმანელი ექპერტების შემაჯამებელი შეხვედრა

 

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და ორგანიზაცია  „სენიორ ექსპერტების სამსახურის“ (SES) წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატში ერთობლივი პროექტის შედეგები შეაჯამეს,  რომელიც  პროფესიულ კოლეჯებში პედაგოგთა საჭიროებების დადგენას ითვალისწინებდა.  

 

პროექტის ფარგლებში, გერმანელმა ექსპერტებმა  ტურიზმის პროგრამის განმახორციელებელი პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა საჭიროებები შეისწავლეს  დუალური სწავლების დანერგვის მიმართულებით და განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ანგარიში მოამზადეს. გარდა ამისა, ექსპერტებმა თბილისისა და რეგიონების პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის ტურიზმის მიმართულებით  მასტერკლასები ჩაატარეს. პროცესში საქართველოს 12 პროფესიული კოლეჯი იყო ჩართული.

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 33,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59,4%-ით
  • ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10,7%-ით გაიზარდა
  • წაღვერში ხანძარი ლოკალიზებულია

კვირის ეკონომიკური მონიტორი 14 - 20 აგვისტო, 2017

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28,9%-ით გაიზარდა, იმპორტი 8,5%-ით. • 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.1%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 20,1%-ი გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 7 - 12 აგვისტო, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.09%-ით, ევროსთან  0.10%-ით.  მიმდინარე კვირაში სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 20 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.