05:43 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

11 აგვ 2017ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის მუქარების გაცვლა-გამოცვლა გრძელდება. ასევე, უახლესი სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში, 30 ივლისიდან 5 აგვისტომდე 3 ათასით არის გაზრდილი უმუშევრობის დახმარების მოთხოვნის მსურველთა რაოდენობა (244 ათასამდე). ამ ფონზე, დოლარი კიდევ უფრო გაუფასურდა და დოლარის ინდექსი DXY, რომელიც ამერიკული ვალუტის 6 ძირითად ვალუტასთან ურთიერთქმედების მაჩვენებელია, 9,24-მდე დაეცა (0,06%-ით). ასევე, მცირედ გაუფასურდა დოლარი ევროსთან მიმართებაშიც და 1 ევრო უკვე 1.1768 დოლარი ღირს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, რომელიც რუსეთიდან აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის ნაწილის დათხოვნას აპირებს. ტრამპი ამბობს, რომ ამით ქვეყანას ხარჯები შეუმცირდება. „მინდა მადლობა გადავუხადო მას, რადგან ჩვენ ისედაც ვცდილობთ პერსონალის ხარჯები შევამციროთ. რაც შემეხება მე, მე ბედნიერი ვარ, რომ მან ამდენი თანამშრომელი დაითხოვა, ახლა ჩვენ უფრო მცირე შტატი გვექნება“, - თქვა ტრამპმა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირებით აშშ-ის მხირდან დაწესებულ სანქციებს უპასუხა.

სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მცენარეთა საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ფართობების დაამუშავება 30 000 ჰექტარზეა დაგეგმილი. შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდნენ.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება: „ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი მხარდაჭერა, და ეს განცხადებაც, ბუნებრივია არის ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხუთშაბათს, 10 აგვისტოს, ევროკომისიამ ჩრდილოეთ კორეის წინაღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. საუბარია დამატებით 9 ფიზიკურ პირსა და 4 იურიდიულ პირზე, მათ შორისაა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ბანკი.ახლა გაეროს სანქციების სიაში 62 ფიზიკური და 50 იურიდიული პირი ფიგურირებს, კიდევ 41 ადამიანი და 7 კომპანია სიაში ევროკავშირის მხრიდან ცალმხრივად არის დამატებული. ამ პირებსა და კომპანიების წარმომადგენლებს ეკრძალებათ გაეროსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტი, ასევე, არ შეიძლება მთთან არანაირი გარიგება.

მსგავსი სიახლეები

საღამოს საკითხავი

1 აგვ 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

დილა მშვიდობის

1 აგვ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

საღამოს საკითხავი

1 აგვ 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 33,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59,4%-ით
  • ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10,7%-ით გაიზარდა
  • წაღვერში ხანძარი ლოკალიზებულია

კვირის ეკონომიკური მონიტორი 14 - 20 აგვისტო, 2017

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28,9%-ით გაიზარდა, იმპორტი 8,5%-ით. • 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.1%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 20,1%-ი გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 7 - 12 აგვისტო, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.09%-ით, ევროსთან  0.10%-ით.  მიმდინარე კვირაში სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 20 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.