05:35 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნარკორეალიზატორების დაკავების კადრები
ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ მუზეუმს ექსპონატებს გადასცემს

სიახლეები

დონალდ ტრამპი ვენესუელასაც ემუქრება

დონალდ ტრამპი ვენესუელასაც ემუქრება

12 აგვ 2017საერთაშორისო სიახლეები

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას კრიზისში სამხედრო ჩარევა არ გამორიცხა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პენტაგონმა ქვეყნის საზღვართან სწორედ ამიტომ დააყენა რამდენიმე ანტისარაკეტო სისტემა.

 

„ხალხი იქ იტანჯება და იხოცება.  ჩვენ ვენესუელასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, სამხედრო ჩარევა ერთ-ერთი მათგანია, თუ სიტუაცია მოითხოვს“, - უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

 

ჟურნალისტებმა ჩაძიება სცადეს და ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სამხედრო ოპერაციას რეგიონში სწორედ აშშ უხელმძღვანელებს, - „ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საომარი გზა არსებობს“, - უპასუხა ტრამპმა.

 

პენტაგონში ამბობენ, რომ ჯერჯერობით ვენესუელასთან დაკავშირებით თეთრი სახლისგან არანაირი დავალება არ მიუღიათ.

 

 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპმა სამხედრო მუქარის შემცველი განცხადებები ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაშიც გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 33,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59,4%-ით
  • ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10,7%-ით გაიზარდა
  • წაღვერში ხანძარი ლოკალიზებულია

კვირის ეკონომიკური მონიტორი 14 - 20 აგვისტო, 2017

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28,9%-ით გაიზარდა, იმპორტი 8,5%-ით. • 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.1%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 20,1%-ი გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 7 - 12 აგვისტო, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.09%-ით, ევროსთან  0.10%-ით.  მიმდინარე კვირაში სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 20 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.