05:35 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, ბათუმში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
ნარკორეალიზატორების დაკავების კადრები

სიახლეები

ილონ მასკი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას ჩრდილოეთ კორეაზე უფრო დიდ საფრთხეს უქმნის

 

SpaceX-ისა და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი თვლის, რომ დროა კაცობრიობამ ხელოვნური ინტელექტის განვითარების გამო ინერვიულოს.

 

შესაბამისი განცხადება მილიარდერმა თავისი Twitter-ის საშუალებით გააკეთა: „თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაშფოთებთ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები, ეს გაცილებით საშიშია, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა“, - დაწერა მასკმა.

 

საქმე იმაშია, რომ 11 აგვისტოს, მასკის მფლობელობაში მყოფი ერთ-ერთი კომპანია OpenAI-ის მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა კიბერსპორტ DOTA 2-ში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილი კიბერ-სპორტსმენი დანიელ იშუტინი (დენდი) დაამარცხა.

 

მიუხედავად იმისა, რომ „დენდი“ მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიონალ მოთამაშეს შორისაა, მან ხელოვნურ ინტელექტთან პირველი პარტია წააგო, მეორეში კი უბრალოდ დანებდა.

 

„ბოტი თამაშის დროს ცოტათი ადამიანსაც მაგონებდა, თუმცა მას კიდევ ჰქონდა რაღაც სხვა...“, - თქვა დანილმა მატჩის შემდეგ.

 

 

მასკი თვლის, რომ მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება კაცობრიობას უმუშევრობამდე და ომებამდე მიიყვანს. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ევროკავშირში ექსპორტი 33,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59,4%-ით
  • ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10,7%-ით გაიზარდა
  • წაღვერში ხანძარი ლოკალიზებულია

კვირის ეკონომიკური მონიტორი 14 - 20 აგვისტო, 2017

• იანვარ-ივლისში ექსპორტი 28,9%-ით გაიზარდა, იმპორტი 8,5%-ით. • 2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.1%-ით გაიზარდა. • ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 20,1%-ი გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 7 - 12 აგვისტო, 2017 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.09%-ით, ევროსთან  0.10%-ით.  მიმდინარე კვირაში სებ-მა ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 20 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.