02:13 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს

სიახლეები

ბათუმის საბაგირომ მემილიონე ვიზიტორს უმასპინძლა

 

ბათუმის საბაგირო „არგო“-მ დაარსების დღიდან დღემდე მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. საბაგიროს მემილიონე სტუმარი უკრაინელი ტურისტი ალექსი ტუჩაკი აღმოჩნდა, რომელიც მეგობართან ერთად საქართველოში პირველად მოგზაურობს. იღბლიანი ტურისტი სპეციალური სერტიფიკატებითა და საჩუქრებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა კურორტ გოდერძის დირექტორ ზურაბ ჭურკვეიძესთამ და საბაგიროს დირექტორ გიორგი აბაშიძესთან ერთად დააჯილდოვა.

 

ალექსი ტუჩაკს საჩუქრად საბაგირო „არგოს“ ულიმიტო საშვი, კურორტ „გოდერძი“-ს 5 დღიანი ტური, რესტორან „არგო“-ში ვახშამი და ფასდაკლებების ბარათი „Batumi Card” გადაეცა. ის ასევე, დასაჩუქრდა ქართული პროდუქციითა და ბათუმის სარეკლამო-საინფორმაციო მასალებითა და სუვენირებით.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ტურისტისთვის აჭარაში მოგზაურობა იყოს დაუვიწყარი. ჩვენი მემილიონე ვიზიტორისთვის დღევანდელი დღე ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა.

 

მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში გვაქვს ტურისტული ინფასტრუქტურა, სადაც ადამიანები დროს სასიამოვნოდ ატარებენ. მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენს რეგიონში გრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აჭარას რაც შეიძლება მეტი ტურისტი ეწვიოს. მხოლოდ, წელს საბაგიროს სერვისით 17 813 -ით მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა, ვიდრე გასული წლის 8 თვეში.

 

ვიზიტორების რაოდენობა მზარდია არამხოლოდ აქ არამედ ყველა მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილებში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აჭარის, როგორც ტურისტული ადგილის მნიშვნელობასა და პოპულარობას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • აგვისტოში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 183,7 მლნ. ლარით გაიზარდა
  • პირველი სექტემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა
  • აგვისტოში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1 მლრდ ლარით გაიზარდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (18 - 23 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.17%-ით, ევროსთან 0.34%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.