01:37 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ახალციხის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ დღეს გაიხსნა

სიახლეები

ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისში ჩამოდის

 

11 სექტემბერს გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევით თბილისს ბელარუსი მწერალი და ჟურნალისტი, სვეტლანა ალექსიევიჩი ეწვევა.

 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება მკითხველებს, ჟურნალისტებს, ქართველ კოლეგებსა და გამომცემლებს.

 

სვეტლანა ალექსიევიჩი 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში. ქართულ ენაზე მისი წიგნების უმეტესობაა თარგმნილი. „ჩერნობილის ლოცვა“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „სექენდ ჰენდის დრო“, „ცინკის ბიჭები“ – ამ წიგნებით სვეტლანა ალექსიევიჩმა მთელ მსოფლიოს აჩვენა თუ რას ნიშნავს დიდი იმპერიის ავტორიტარული რეჟიმი, როგორია უბრალო ხალხის ბედი ჩერნობილის ტრაგედიის, ავღანეთის თუ მეორე მსოფლიო ომის დროს, და როგორია საბჭოთა ადამიანის ცხოვრება რეჟიმის ნგრევის შემდეგ.

 

ბელარუსი მწერალი არც თანამედროვე მოვლენების მიმართაა გულგრილი. მის საჯარო გამოსვლებში ხშირად ისმის ხმამაღალი კრიტიკა რუსეთში არსებული რეჟიმისა და რუსული იმპერიული მმართველობის შესახებ. სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნების ქართული თარგმანები გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერაა გამოცემული.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • აგვისტოში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 183,7 მლნ. ლარით გაიზარდა
  • პირველი სექტემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა
  • აგვისტოში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1 მლრდ ლარით გაიზარდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (18 - 23 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.17%-ით, ევროსთან 0.34%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.