02:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე გაიზარდა
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

5 სექ 2017ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოყალიბებული ქარიშხალი „ირმა“ მეოთხე-მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა. მისი სიჩქარე უკვე 58 მეტრი წამშია და „ირმა“ დასავლეთით მიემართება. ამერიკელი სინოპტიკოსების აზრით, ქარიშხალს პუერტო-რიკომდე, დომინიკების რესპუბლიკამდე, ჰაიტიმდე, კუბამდე და ფლორიდამდე მიღწევა შეუძლია. შანსი იმისა, რომ ის ამერიკას დააზიანებს, არათუ არსებობს, არამდედ ყოველ წუთს იზრდება. შტატის გუბერნატორმა უკვე გამოაცხადა საგანგებო სიტუაცია: „ფლორიდაში ყოველთვის უარესისთვის ვემზადებით და უკეთესის იმედი გვაქვს“, - განაცხადა რიკ სკოტმა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეასთან შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე ისაუბრეს. საუბრისას კანცლერმა დაადასტურა, რომ ის მზადაა ხმარი დაუჭიროს ამერიკის ინიციატივას სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისა და ჩრდილოეთ კორეის სრულ იზოლაციაში მოქცევის თაობაზე. საუბრის შინაარსი გერმანიის კანცლერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა გამოაქვეყნა. „ორივე მხარე შეთანხმდა, რომ წყალბადის ბომბის გამოცდა იყო ამ კონფლიქტის ახალი და მიუღებელი ესკალაცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ გამოიწვია“, - თქვა ზაიბერტმა.

2018-2019 წწ-სთვის ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს ქ. მინსკში ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ. ხელმოწერის დასრულების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფრენციაზე მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს კიდევ უფრო აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას უწყებებს შორის, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი მიმართულებით, ასევე ინფორმაციების გაცვლისა და დიპლომატური კადრების მომზადების სფეროში. ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით. ორივე ქვეყნის საგარო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსა და ბელორუსს შორის ბოლო წლებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, რასაც დამატებითი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლამ.

საგანგებო შტაბი კახეთში მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს.შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. ცეცხლის ქრობის პროცესი ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ალპურ ზონასა და ტყის ფოთლოვან ნაწილში. ადგილზე არსებული რთული რელიეფური პირობების გამო, მეხანძრე-მაშველები ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებს იყენებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია სამი ვერტმფრენი.

ოფიციალური ვარშავა გერმანიის გარდა რუსეთისგანაც მოითხოვს რეპარაციის გადახდას, თანაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში, რადგან მეორე მსოფლიო ომში დაზარალებულთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება. „ჩვენ არ მიგვიღია კომპენსაცია არც რუსეთისგან და არც გერმანიისგან“, - თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშკოვსკიმ და ამ ფაქტს „ამორალური“ უწოდა. ვაშიკოვსკის თქმით, რეპარაციის თანხამ შეიძლება 1 მილიარდს გადააჭარბოს და ისინი ამ საკითხს საერთაშორისო დონეზე დააყენებენ.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

1 სექ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

1 სექ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

საღამოს საკითხავი

1 სექ 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • აგვისტოში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 183,7 მლნ. ლარით გაიზარდა
  • პირველი სექტემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა
  • აგვისტოში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1 მლრდ ლარით გაიზარდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (18 - 23 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.17%-ით, ევროსთან 0.34%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.