19:04 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
​საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება
დილა მშვიდობის

სიახლეები

საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე გაიზარდა

 

საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ივლისში გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 16.1 პროცენტი დაფიქსირდა. 

 

უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 8.1 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და წლიური 20.4 პროცენტის დონეზეა. 

 

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის გაიზარდა 0.6 პროცენტული პუნქტით და შეადგენს 26.1 პროცენტს, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და წლიური 11.6 პროცენტი შეადგინა. 

 

უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და წლიური 8.2 პროცენტის დონეზეა, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.0 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, 2016 წლის ივლისთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.1 პროცენტი შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.4 შეადგინა.

 

საანგარიშო პერიოდში, საბანკო სისტემის უკუგება აქტივებზე (ROA) შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 3.0 პროცენტი შეადგინა. 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა უკუგება კაპიტალზე (ROE) და 21.6 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადადის
  • საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია
  • Fitch-მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა: BB-

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.