01:35 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
უკრაინის დამოუკიდებლობის და საქართველო-უკრაინას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

6 სექ 2017ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

2017 წლის ივლისში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით გაუმჯობესდა და 423.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო თვეში, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 22.4 პროცენტით გაიზარდა და 212.5 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. ხოლო იმპორტი 6.0 პროცენტით გაიზარდა და 636.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის ივლისში საქონლის იმპორტი 6.0 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძირითადი საიმპორტო ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა ჩინეთიდან და აშშ-დან იმპორტი.

გერმანულ ქალაქ ჰაიდელბერგში გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს პომიდვრები ესროლეს, როცა ის წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა ამომრჩეველთან. ნასროლი ორი პომიდვრიდან ვერცერთმა ვერ მიაღწია მიზანს, თუმცა ისინი ახლოს დაეცა და კანცლერისა და ტელეწამყვანის პიჯაკები დასვარა.ანგელა მერკელს ამ ინციდენტზე რეაქცია არ ჰქონია და მან წამყვანს საკუთარი ხელსახოციც კი შესთავაზა, პომიდვრის შხეფების მოსაშორებლად. მერკელის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, ჰაიდელბერგში მისი საწინააღმდეგო აქციაც იმართებოდა, სადაც გერმანიის კანცლერს „მატყუარასა“ და „სამშობლოს გმაყიდველს“ უწოდებდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა, უკრაინის დამოუკიდებლობის და საქართველო-უკრაინას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე. ,,ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. 25-ზე მეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ, საბჭოთა კავშირისგან, დამოუკიდებლობა მოიპოვა. მას შემდეგ უკრაინელთა არაერთი თაობა იბრძოდა დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოს აშენებისთვის. როგორც ცნობილია, თავისუფლება და დემოკრატია არ არის თავისთავადი მოცემულობა - ის ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ.

გუშინ, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო ოფიციალური მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიხელ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სერგეი პეტუხოვმა გაავრცელა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს აპირებს. ის ამჟამად პოლონეთში იმყოფება. იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი არც უკრაინის მოქალაქეა და მით უმეტეს, არც ოფიციალური პირი, მისი ექსტრადიცია არანაირ დიპლომატიურ უხერხულობას არ გამოიწვევს, წერენ უკრაინული სააგენტოები.

The Guardian-მა, BBC-მ და Süddeutsche Zeitung-მა ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის საგამოძიებო სამსახურზე (Organized Crime and Corruption Reporting Project) დაყრდნობით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ფულის გათეთრებასა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში დასდეს ბრალი. სააგენტოების ცნობით, ფიქტიური ფინანსური კომპანიები, Metastar Invest და Polux Management, რომლებიც დიდ ბრიტანეთში იყო რეგისტრირებული, აზერბაიჯანის ხელძღვანელ პირებს ეკუთვნოდათ და მათი საშუალებით 2,9 მილიარდი დოლარის გათეთრდა. ილჰამ ალიევის ადმინისტრაციაში ამ ბრალდებას „პროვოკაცია“ და „სომხური ლობის მიერ შეთითხნილი“ უწოდეს. აზერბაიჯანში თვლიან, რომ მსგავსი პროვოკაციების დაგეგმვა ჯორჯ სოროსის და მისი მომხრეების ფულით ხდება.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

1 სექ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

1 სექ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

საღამოს საკითხავი

1 სექ 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • აგვისტოში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 183,7 მლნ. ლარით გაიზარდა
  • პირველი სექტემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა
  • აგვისტოში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1 მლრდ ლარით გაიზარდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (18 - 23 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.17%-ით, ევროსთან 0.34%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.