19:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს მთავრობამ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა გაუგზავნა
საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი შესაძლოა ოქტომბრისთვის გადაიდოს

სიახლეები

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წლიურად 9.9 პროცენტით გაიზარდა

 

2017 წლის ივლისში, იმპორტირებული საქონლის უდიდეს წილს, 10.9 პროცენტს, ნავთობი და ნავთობპროდუქტები წარმოადგენდა, რომელიც წლიურად 9.9 პროცენტით გაიზარდა.

 

წინა წელთან შედარებით მომატებულია ნავთობის აირების შესყიდვები. საანგარიშო თვეში ძირითადი საიმპორტო პროდუქციებიდან მკვეთრად გაიზარდა შაქრის იმპორტი. 2017 წლის ივლისის იმპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა დაფასოებული სამკურნალო საშუალებების შესყიდვების მატებას.

 

ზრდას განაგრძობს გამომთვლელი მანქანების იმპორტის მოცულობა. საანგარიშო თვეში გაიზარდა სიგარეტების იმპორტი. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ივლისში წლიურად 11.3 პროცენტით მოიკლო ავტომობილების შესყიდვებზე გაწეულმა დანახარჯებმა. ასევე შემცირებულია სატვირთო ავტომობილების იმპორტი.

 

ძირითადი საიმპორტო პროდუქციებიდან მოიკლო სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების და სატელეფონო აპარატების იმპორტმა. ივლისის თვეში იმპორტი სასაქონლო კატეგორიების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მეტად დივერსიფიცირებულია. 

 

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადადის
  • საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია
  • Fitch-მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა: BB-

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.