19:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
დიმიტრი ქუმსიშვილი: EBRD-ს საქართველოში ქვეყანაში 200-ზე მეტ პროექტში 3 მილიარდზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული

სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.00 პროცენტზე ტოვებს

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 6 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. 
 
ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან. აგვისტოში წლიური ინფლაცია შემცირდა და 5.7 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამასთანავე, სტაბილურია ინფლაციური მოლოდინებიც. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება. 
 
საგარეო მოთხოვნა კვლავ დადებითი ტენდენციებით ხასიათდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე ტურიზმის შემოსავლები. იზრდება ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტის მოცულობა. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4.4 პროცენტია. ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის.
 
აღსანიშნავია ასევე ლარიზაციის ზრდის ტენდენცია ფინანსურ სექტორში. მიმდინარე წლის განმავლობაში სესხების ზრდა ძირითადად ლარის სესხებით არის განპირობებული. ამასთანავე, ბოლო თვეების განმავლობაში იზრდება ლარით მოზიდული დეპოზიტებიც. ლარიზაციის ზრდა ამცირებს სავალუტო მერყეობის გავლენას განკარგვად შემოსავალზე და ხელს უწყობს საშუალოვადიან პერიოდში მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას. 
 
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ  საშუალებებს  ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 25 ოქტომბერს გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადადის
  • საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია
  • Fitch-მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა: BB-

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.