19:00 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გენადი არველაძე: "ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია"
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებსა და მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს

სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს და ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ბრიჯიტ ბრინკიმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

 

მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე - საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრეს. პრემიერის შეფასებით, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ის აქართველოს ერთგული მეგობარი, სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია.

 

შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

 

შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადადის
  • საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია
  • Fitch-მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა: BB-

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.