19:36 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
CapEthica Investment Fund–ის წარმომადგენლები საქართველოში არიან
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გოგიტა თოდრაძე  გაეროს  ევროპის ეკონომიკური კომისიის  (UNECE) გაეროს პროგრამის-Sustainable Energy for All in Eastern Europe, the Caucasus and Central Asia” და ESCAP -ის ფარგლებში  გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

 

ღონისძიების მთავარი თემაა- „მდგრად ენერგეტიკაზე ხელმისაწვდომობა აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“.  

 

საქართველოში გაეროს პროექტის მხარდამჭერ და ჩართულ უწყებებს ენერგეტიკის სამინისტრო და  სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენენ.

 

აღნიშნული პროექტი კი,  გაეროს 2030  მდგრადი განვითარების მიზნების განმახორციელებელ მექანიზმის ნაწილია.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა პროექტში ჩართული 5 ქვეყანა (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი).

 

შეხვედრის მიზანია ეროვნულ ენერგეტიკულ სტატისტიკაზე მომუშავე ექსპერტების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირებულობა მდგრადი ენერგეტიკული სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარდების შესახებ. ასევე, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ენერგეტიკული მონაცემების შეგროვებისა და მონიტორინგის მიზნით.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადადის
  • საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია
  • Fitch-მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა: BB-

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.