17:53 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს
გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

სიახლეები

კახა კალაძე: "ის, რომ მიწა არ გაიყიდება უცხოელებზე, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება"

 

"ქართული ოცნების"თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა.

 

"ქართული მარშის" წევრები ქართული მიწის გასხვისებას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, კახა კალაძესაც გამოეხატა საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე.

 

ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სწორედ მისი პოლიტიკური გუნდის დამსახურებას წარმოადგენს უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვა:

 

"მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყველასათვის ნათელია. ამასთან დაკავშირებით მეც და პრემიერ-მინისტრსაც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. 

 

ის, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, არის მიზანმიმართული ცრუ კამპანია, რომელსაც გარკვეული ადამიანები ახორციელებენ. 

 

 

ის, რომ მიწა არ გაიყიდება უცხოელებზე, არის ჩვენი გუნდის დამსახურება და ჩვენმა გუნდმა მიიღო ზუსტად ეს გადაწყვეტილება.

 

განცხადებები, რაც კეთდება, თითქოს მიწა გაიყიდება უცხოელებზე, არის ძალიან დიდი სიცრუე და ტყუილი“ - განაცხადა კხა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს ახალი გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარუდგინა
  • კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია
  • სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეუმცირა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 11 - 17 სექტემბერი, 2017

• იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 28,5%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,5%-ით. • აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა 15.1%-ით გაიზარდა. • 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.