18:56 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნინო ჯავახაძე: „Moody’s-ის რეიტინგის გაუმჯობესებას ლოგიკურად უნდა მოყვეს ინვესტიციებისა შემოდინება ქვეყანაში“
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

დილის საკითხავი

დილის საკითხავი

13 სექ 2017ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები კრიპტოვალუტების სამხრეთ კორეულ ბირჟებს უტევენ და ბითკოინებსა და სხვა ელექტრონულ ფულს იპარავენ. ეს ჰაკერული თავდასხმები კიმ ჩენ ინის რეჟიმს გაეროს სანქციების გადატანაში ეხმარება, წერს სააგენტო Bloomberg და წყაროდ კიბერუსაფრთხოების კომპანია FireEye Inc-ს ასახელებს. ჩრდილოეთ კორეელ დიქტატორს კრიპტოვალუტა იმიტომ აინტერესებს, რომ ელექტრონული ვალუტის ბაზარი ნაკლებად კონტროლდება და ამ გზით ფულის გათეთრება და განაღდება ბევრად იოლია. სამხრეთ კორეულ ბირჟებზე წელს უკვე სამი მსგავსი ჰაკერული თავდასხმა დაფიქსირდა. სეულის Yapizon ბირჟიდან კი ჰაკერებმა 3,8 ათსი ბითკოინის მოპარვა შეძლეს.

"ქართული ოცნების"თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა. "ქართული მარშის" წევრები ქართული მიწის გასხვისებას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, კახა კალაძესაც გამოეხატა საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე. ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სწორედ მისი პოლიტიკური გუნდის დამსახურებას წარმოადგენს უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვა: "მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ყველასათვის ნათელია. ამასთან დაკავშირებით მეც და პრემიერ-მინისტრსაც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, არის მიზანმიმართული ცრუ კამპანია, რომელსაც გარკვეული ადამიანები ახორციელებენ. ის, რომ მიწა არ გაიყიდება უცხოელებზე, არის ჩვენი გუნდის დამსახურება და ჩვენმა გუნდმა მიიღო ზუსტად ეს გადაწყვეტილება.

დაახლოებით 370 ათასი მუსლიმი-როჰინჯი გაიქცა მიანმადან ბანგლადეშში ზეწოლისა და დევნის გამო, რომელსაც სამთავრობო ჯარები ახორციელებენ. ეს რიცხვი გაეროში დევნილთა კომიტეტის წარმომადგენელმა ჟოზეფ ტრიპურამ დაადასტურა, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ეს "მინიმალური რაოდენობაა" და შეიძლება კიდევ გაიზარდოს. დევნილთა 60% ბავშვია. ბანგლადეშში დევნილებს სპეციალურ ბანაკებში ანთავსებენ. მათ მიანმაში ეთნიკური ნიშნით დევნიან და უარს ეუბნებიან მოქალაქეობაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ დიალოგის და დისკუსიის რეჟიმში ემსჯელა და ამისთვის მზად არის დღესაც, თუმცა, დიალოგის პროცესს ოპოზიციის დამოკიდებულება ართულებს. „ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და ახლაც ვაცხადებთ, რომ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, დისკუსიისთვის და აბსოლუტურად ღიაა ამისათვის მმართველი გუნდი. უბრალოდ, რაც უფრო მეტად წელავს ოპოზიცია ამ პროცესს, მით უფრო მეტად რთულდება ბუნებრივია ჩვენი ამოცანა. ახლა ეს ყველაფერი პიკს არის მიახლოებული. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვართ და ღია ვართ დისკუსიისთვის, თუმცა, მოლოდინი მაინც მაღალი არ არის გამომდინარე იქედან, თუ რა მდგომარეობამდე მიიყვანა ოპოზიციამ დიალოგის პროცესი. ეს არის ჩვენი ზოგადი პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ქვეყანაში დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები იყო საუბრის მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერთად, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი ესწრებოდა. 

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

1 სექ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

საღამოს საკითხავი

1 სექ 2017ექსკლუზივი

საღამოს საკითხავი

დილა მშვიდობის

1 სექ 2017ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადადის
  • საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია
  • Fitch-მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა: BB-

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.