19:35 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ
თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია

სიახლეები

კომპანია MOODY's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი  Ba3-დან Ba2-მდე გაზარდა

 

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY's-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება.

 

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,  Ba2, სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ერთი მნიშვნელოვანი სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის გაუმჯობესება სხვა კომპანიების - Standard & Poor's და Fitch-ის რეიტინგებშიც აისახება.

 

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი - 3B, რაც ქვეყანას საინვესტიციო სამყაროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და როგორც სუვერენული, ისე კერძო სექტორისგან კრედიტის მოზიდვა გაცილებით იოლი და იაფი გახდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა შეფასდა სტაბილურად. მინდა, სიტყვასიტყვით გავიმეორო, რომ რეიტინგის გაუმჯობესების მიზეზად, 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების - შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. ასევე, Moody's-ის შეფასებით, ამ პერიოდში, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში, ან რეცესიის პირას იყო. მისასალმებელია, რომ კომპანია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ინსტიტუტების  სიძლიერეს -  ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკას და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დადებითად შეაფასა რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენ არის მიმართული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ძალიან რთულ მაგრამ ძალიან საჭირო რეფორმას, რომლის განხორციელება წლის დასაწყისში დაიწყო, ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, თავი დიდი წარმატებით გაართვა.

 

პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, საქართველო გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციით დახვდება ეკონომიკური შოკებს თუ ნებისმიერ რყევას, რომელიც შესაძლოა რეგიონში იყოს.

 

„ასეთი რყევები ყოველთვის ხდება ხოლმე. ჩვენ ისეთი სისტემური ნაბიჯები განვახორციელეთ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო მდგრადს და რისკებისადმი მედეგს ხდის. რა თქმა უნდა, რეიტინგის გაუმჯობესება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კერძო ინვესტიციებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ა.შ.„ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადადის
  • საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია
  • Fitch-მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა: BB-

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11 - 16 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.54%-ით, ხოლო ევროსთან 0.38%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.