02:08 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა იაპონიას ატომური იარაღითა და ოკეანეში ჩაძირვით დაემუქრა
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ

სიახლეები

საღამოს საკითხავი

 

საღამოს საკითხავი

 

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY's-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, Ba2, სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ერთი მნიშვნელოვანი სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის გაუმჯობესება სხვა კომპანიების - Standard & Poor's და Fitch-ის რეიტინგებშიც აისახება.

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლე - ასე შეაფასა ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით „თუშეთის განვითარების ფონდმა", საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society -თან ერთად განახორციელა. „ვფიქრობ, იმ რეგიონისთვის, რომელიც სახმელეთო გზით, პრაქტიკულად 7 თვე მოწყვეტილია ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციაზე წვდომა. მოგეხსენებათ, გასული ზამთრის სეზონზე დავნიშნეთ ვერტმფრენის ყოველკვირეული რეისი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებდა" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშრი თურქეთს 2019 წლამდე არ მიიღებს შემადგენლობაში, თუმცა სამომავლო გაფართოების გეგმა არ გამორიცხა. ევროკავშრის დეპუტატებისთვის ყოველწლიური მიმართვის დროს ევროკავშირის ლიდერმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ ჯერჯერობით არცერთი კანდიდატი არ არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის. "კანდიდატებმა ევროკავშირში შემოსვლამდე თავიანთ უმაღლეს პრიორიტეტად ადამიანთა უფლებები და ქვეყანაში სამართლიანობის მიღწევა უნდა აქციონ", - თქვა იუნკერმა.

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6618.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1682.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4935.5 მლნ. აშშ დოლარი (7.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 3252.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1 პროცენტი შეადგინა.

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2016 წლის არჩევნებზე ზემოქმედებაში დაადანაშაულა. ეს იყო მისი "პერსონალური შურისისძიება,- დაწერა მან საკუთრ წიგნში "რა მოხდა?". ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. წიგში დემოკრატი პოლიტიკოსი თავის ხედვებზე საუბრობს და 2016 წლის არჩევნების პერიოდს იხსენებს. ჰილარი კლინტონის აზრით, პუტინს მის მიმართ პირადი შურისძიების სურვილი ამოძრავებდა, რამაც რუსეთის ლიდერს ამერიკულ დემოკრატიაზე მასიური ფარული შეტევა გადააწყვეტინა. ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს "ტროას იდეალური ცხენი" უწოდა. "ტრამპის პრეზიდენტობით არავინ ისე არ ხარობს, როგორც ვლადიმერ პუტინი", - წერს ჰილარი.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • აგვისტოში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 183,7 მლნ. ლარით გაიზარდა
  • პირველი სექტემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა
  • აგვისტოში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1 მლრდ ლარით გაიზარდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 18 - 24 სექტემბერი, 2017

• 2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,7%-ით გაიზარდა. • იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი 26,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში 58.1%-ით. • იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის მოგება 39%-ით...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (18 - 23 სექტემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0.17%-ით, ევროსთან 0.34%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.